ჩემს გარშემო
გამოგვყევი

პრომეთეს მღვიმე

პრომეთეს მღვიმე მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული სილამაზის ბუნების ძეგლია. მისი ასაკი დაახლოებით, 60-70 მილიონი წელია. სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების გასაოცარი ნაღვენთი ფორმებით მორთული ეს კარსტული მღვიმე, კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ ბუნების უსაზღვრო შესაძლებლობებში და გამოგზაურებთ ზღაპრულ სამყაროში.

პრომეთეს მღვიმე მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში, მდინარე ყუმის აუზში. მღვიმეში სულ აღმოჩენილია 22 დარბაზი, საიდანაც ტურისტებისთვის ჯერ-ჯერობით 6 დარბაზია გახსნილი. მღვიმეში შესაძლებელია 1420 მეტრი სიგრძის ბილიკის გავლა, დარბაზების  დათვალიერება და სანაოსნო ტურით გასეირნება მდინარის გამდინარე ნაკადზე. 

პრომეთეს მღვიმეში უხვად შეხვდებით ბუნების ნამდვილ შედევრებს - სტალაქტიდებსა და სტალაგმიტებს, რომელთა ულამაზესი ნაღვენთი ფორმები ზღაპრული გარემოს შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველებში. ასევე, მღვიმეში გადაადგილებისას, წინ გელოდებათ „გაქვავებული ჩანჩქერები,“ „ჩამოკიდებული ქვის ფარდები,“ ჰელიქტიდები, კალციტის ნაღვენთები და სხვა ორგანული ნაფენები.

პრომეთეს მღვიმე საქართველოს სავიზიტო ბარათია და მას აუცილებლად უნდა ესტუმროთ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად. სტუმრობისთვის შაბა-კვირა შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. იმოგზაურეთ, აღმოაჩინეთ საქართველოს მიწისქვეშა ზღაპრული სამყარო და შექმენით თავგადასავლები.

სამუშაო საათები

გაზაფხული

ყოველდღე: 10:00 - 18:00

ზაფხული

ყოველდღე: 10:00 - 19:00

შემოდგომა

ყოველდღე: 10:00 - 17:00

ზამთარი

ყოველდღე: 10:00 - 17:00

ფასიანი სერვისები

ზრდასრული

საქ. მოქალაქე და რეზიდენტი პირი - 11.50₾
ნავით გასეირნება - ერთი ადამიანი - 11.50 ₾

სტუდენტი და მოსწავლე

ბილეთი არასწრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) - 5.50

უცხოეთის მოქალაქე

სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, გარდა არასწრულწლოვანებისთვის - 23.00₾
ნავით გასეირნება - ერთი ადამიანი - 17.25 ₾

თავგადასავალი

სპელეო ტური

თუ გსურთ მოხვდეთ ზღაპრულ და განსხვავებულ გარემოში, სპელეო ტური პრომეთესა და მელოურის მღვიმეებში უნდა დაგეგმოთ!

პრომეთეს მღვიმის 1 საათიანი მარშრუტი 6 ზღაპრულ დარბაზს გაივლის და ვიზიტორების სურვილის შესაბამისად, ქვეითი ან სანაოსნო გზით, მღვიმეში მდინარე ყუმის გამდინარე ნაკადზე 15 წუთიანი გასეირნებით მთავრდება.  

ხოლო ექსტრემის მოყვარულებს, შეგიძლიათ მელოურის მღვიმეში მოაწყოთ სპელეო ტური.

პრომეთეს მღვიმს აუცილებლად უნდა ესტუმროთ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად. სტუმრობისთვის შაბა-კვირა შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. იმოგზაურეთ, აღმოაჩინეთ საქართველოს მიწისქვეშა ზღაპრული სამყარო და შექმენით თავგადასავლები. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - 577 10 14 17

ხელმისაწვდომია

ზამთარი გაზაფხული ზაფხული შემოდგომა
შესაბამისი ტურები

მღვიმეში ყვინთვა

პროფესიონალი მყვინთავებისთვის პრომეთეს მღვიმე სრულიად ახალ შესაძლებლობებს იძლევა. 

ვისაც, მყვინთავის საერთაშორისო სერთიფიკატი აქვს, შეუძლია სხვა ვიზიტორებისთვის დახურულ დარბაზებში აღმოჩნდეს. ყვინთვის ტური დაახლოებით 1 საათი გრძელდება და მისი ღირებულება 150 ლარია.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - 577 10 14 17

ხელმისაწვდომია

გაზაფხული ზაფხული შემოდგომა
შესაბამისი ტურები

სანაოსნო ტური

პრომეთეს მღვიმეში მოგზაურობისას, დამატებითი თავგადასავლებისთვის და ზღაპრული გარემოს მეტად შეგრძნებისთვის, გირჩევთ სანაოსნო ტურით ისარგებლოთ. 

პრომეთეს მღვიმის 1 საათიანი მარშრუტი არგონავტების, კოლხეთის, მედეას, სიყვარულის, პრომეთესა და იბერიის ზღაპრულ დარბაზებს გაივლის და ვიზიტორთა სურვილისამებრ, ქვეითი ან სანაოსნო გზით, მღვიმეში მდინარე ყუმის გამდინარე ნაკადზე 15 წუთიანი გასეირნებით მთავრდება. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - 577 10 14 17

ხელმისაწვდომია

გაზაფხული ზაფხული შემოდგომა
შესაბამისი ტურები
  • სპელეო ტური
  • მღვიმეში ყვინთვა
  • სანაოსნო ტური

ადგილები რომლებიც უნდა ნახო

ბუნების ძეგლები

მელოურის მღვიმე

მელოურის მღვიმე თავისი მასშტაბებით საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მღვიმეა. ჩასასვლელი 8-10 მეტრის სიღრმის ჩაქცევითი ძაბრის ფსკერზე იხსნება და გიგანტური კირქვის ნაზვავ ლოდებში 15 მ სიღრმემდე ეშვება, დასაწყისში მღვიმეში გადაადგილება შედარებით რთულია, მაგრამ იმის გამო რომ მღვიმე გამოირჩევა ნაპრალთა ხშირი ქსელით მათი გადაკვეთის ადგილებში ვრცელი დარბაზებია წარმოდგენილი (100X40X30მ). დარბაზების ბოლოს რამდენიმე კილომეტრის სიგრძეზე წრმოქმნილია კანიონისებური ხეობა, სადაც გაედინება მუდმივი ნაკადი. აღნიშნული ნაკადი კანიონში გადაადგილებისას გზადაგზა ჩქერებსა და ჩანჩქერებს, ხოლო ბოლო მონაკვეთში სიფონურ ტბას აჩენს. მღვიმის წინა მონაკვეთისათვის დამახასიათებელია ქიმიური ნალექები: სტალაქტიტები და დიდი ზომის სტალაგმიტები. მღვიმეში ბინადრობენ ღამურები, ობობები და ხოჭოები. მღვიმეს გააჩნია მრავალი უცნობი დერეფანი და განშტოება რომელთა შესწავლა დამატებით კვლევის საგანს წარმოადგენს.
მელოურის მღვიმე არცთუ რთული გასავლელია, მღვიმის მონახულება შეუძლია ზრდასრულ, ჯანმრთელ ნებისმიერ ადამიანს, აუცილებლად გამოცდილი გამყოლის თანხლებით. მღვიმის დასათვალიერებლად საჭიროა 8-9 საათი. საჭირო აღჭურვილობა: ჩაფხუტი განათებით, მაღალყელიანი, სქელძირიანი, წყალგაუმტარი ფეხსაცმელი.

მდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. მელოურის მიდამოები, 418 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 23.241 E42 37.670

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. წყალტუბო. თბილისიდან წყალტუბო დაშორებულია 257 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ და 30 წთ;
ქ. წყალტუბო - სოფ. ყუმისთავი  -7,5 კმ; ხანგრძლივობა - 10 წთ;
სოფ. ყუმისთავი - მელოურის მღვიმის ბუნების ძეგლი -  8 კმ, ხანგრძლივობა - 30 წთ.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 577 10 14 17
ელ-ფოსტა: beto.promete@gmail.com 

გაბზარული ტბა

ბუნების ძეგლი გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში, შახტი ფართო ნაპრალის სახით ფოთლოვანი ტყით დაფარულ ფერდობზე იხსნება. ჩრდილოეთისკენ გაწოლილი ნაპრალის სიგრძე 60 მ აღწევს, სიგანე 2-25 მ-ია. ნაპრალის ფსკერზე, ზედაპირიდან 25 მ სიღრმეზე 45 მ სიღრმის სიფონური ტბა მდებარეობს. ნაპრალური სიფონი მღვიმური სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. სიფონური ტბის დონე მდ. ყუმის გამოსასვლელების დონეს ემთხვევა.

მდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ყუმისთავი, ყუმის ვოკლუზური წყაროების ჩრდილო-დასავლეთით 1,7 კმ. მდ. ყუმის აუზი. 166 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 22.709 E42 35.445

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. წყალტუბო. თბილისიდან წყალტუბო დაშორებულია 257 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ და 30 წთ;
ქ. წყალტუბო - სოფ. ყუმისთავი  -7,5 კმ; ხანგრძლივობა - 10 წთ;
სოფ. ყუმისთავი - გაბზარული ტბის ბუნების ძეგლი - 3 კმ, ხანგრძლივობა - 25 წთ.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 577 10 14 17
ელ-ფოსტა:  beto.promete@gmail.com 

ხომულის მღვიმის ბუნების ძეგლი

ღირშესანიშნაობა: ბუნების ძეგლი გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმე იწყება წამოხურული კარნიზით. შესასვლელის წინ (ზედაპირზე) ჩაქცევით წარმოშობილი ტბაა, რომლის სიღრმე5 მეტრია, გარშემოწერილობა კი 30 მ. ტბა მიწისქვეშა დინებით წყალტუბოს წყალსაცავს უერთდება. 4 მეტრიანი საფეხურით მღვიმე ორ ნაწილად იყოფა. წინა ნაწილი ვრცელია, ფსკერზე - კარსტული ძაბრებით. მეორე ნაწილი ვიწრო ხვრელია, გადაადგილება მხოლოდ ფორთხვით არის შესაძლებელი. მღვიმე მშრალია. შეიმჩნევა დროებით ღვართა ნაკვალევი. გვირაბის ბოლოში პატარა ტბაა.

მდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ხომულის მიდამოები, 160 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 18.889 E42 38.116

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. წყალტუბო. თბილისიდან წყალტუბო დაშორებულია 257 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ და 30 წთ;

ქ. წყალტუბო - სოფ. ხომული - ხომულის მღვიმის ბუნების ძეგლი - 3,7 კმ, ხანგრძლივობა - 15 წთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 10 14 17

ბღერის მღვიმის ბუნების ძეგლი

ღირსშესანიშნაობა: ბუნების ძეგლი წარმოადგენს 1700 მ სიგრძისა და 14 000 მ2 ფართობის მღვიმეს, რომელიც გამომუშავებულია მდ. ბღერისწყლის მიერ ქვედაცარცული ასაკის თხელ და საშუალო შრეებრივ კირქვებში. მდინარე თავდაპირევლად დახურულ ხეობას წარმოქმნის და შემდგომ ჩაედინება ვიწრო პონორში. იგი იწყება წვრილმარცვლოვანი ქვიშითა და ზედაპირიდან ჩამორეცხილი ხის ტოტებით ამოვსებული 30 მ - სიგრძისა და 40-50 სმ სიმაღლის ხვრელით, რომელშიც ჩაედინება მდინარე ბღერისწყლის ნაკადები. აქ მას მარჯვნიდან მელოურისა და დიდღელეს მღვიმეებიდან შემოსული მუდმივმოქმედი ნაკადები უერთდება. მდინარე განედურად გადაკვეთს მთელ მღვიმეს და დასავლეთ დაბოლოებაში ნაზვავსა და მცირე სიღრმის სიფონში იკარგება. ბღერის მღვიმეს კარგად ეტყობა ნაკადების ეროზიული ზემოქმედების კვალი.

მდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. მელოურის მიდამოები, 458 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 23.022 E42 37.819

 მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. წყალტუბო. თბილისიდან წყალტუბო დაშორებულია 257 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ და 30 წთ;

ქ. წყალტუბო - სოფ. ყუმისთავი  -7,5 კმ; ხანგრძლივობა - 10 წთ;

სოფ. ყუმისთავი - ბღერის მღვიმის ბუნების ძეგლი -  6 კმ, ხანგრძლივობა - 25 წთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 10 14 17

თეთრი მღვიმის ბუნების ძეგლი

ღირსშესანიშნაობა: თეთრი ქათქათა ფერის ნაღვენთებით გამორჩეული ქვედაცარცულ კირქვებში გამომუშავებული 25 მეტრის და 3,5 მ-ის სიმაღლის  მღვიმეა, რომლის შესასვლელი 2 მ-ის დიამეტრის შვეული ხვრელით უკავშირდება ვრცელ, ჰორიზონტალურ ფსკერიან დარბაზს. მღვიმე საინტერესოა ძველი სიფონური არხების მრავალფეროვნებით.  მღვიმე გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით.  გასულ საუკუნეში აქ მკურნალობდნენ ბრონქულ ასთმით და ჰიპერტონიით დაავადებულ პაციენტებს. იგი მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლს წარმოადგენს, სადაც  მოპოვებულია მღვიმური დათვის, ირმის, ბიზონის, მგლის, მელას, კურდღლის ძვლები, ასევე  კერამიკის ნაშთები.

მდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, ქ. წყალტუბოდან ჩრდილო-აღმსავლეთით 1,6 კმ, 140 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 19.769 E42 37.033

 მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე დასახლებული პუნქტია ქ. წყალტუბო. თბილისიდან წყალტუბო დაშორებულია 257 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ და 30 წთ;

ქ. წყალტუბო - თეთრი მღვიმის ბუნების ძეგლი - 1.5 კმ, ხანგრძლივობა - 10 წთ;

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 10 14 17

ღლიანას მღვიმის ბუნების ძეგლი

ღირსშესანიშნაობაქვედაცარცულ კირქვებში გამომუშავებულ მღვიმეს ორი შესასვლელი გააჩნია; პირველი - საიდანაც ძირითადი მიწისქვეშა ნაკადი გამოდის, სიმაღლით 3.5-4 , ხოლო სიგანე 7 -ია; მარცხენა განშტოება მთავარი შესავლელიდან 35-40 -ის დაშორებით ციცაბო საფეხურებით ზედაპირზე ამოდის. აქედან 60 მეტრში ფსკერი 50 სიგრძის სიფონურ ტბას უკავია, რომლის სიგანე 3-4 , ხოლო ჭერის სიმაღლე 2,5 აღწევს. პირველ სიფონს 200 სიგრძის წყლიანი და უნაპირო დერეფანი აგრძელებს; აქ წყლის სიღრმე 0,5-2 -ია. წყლიან დერეფანს კვლავ სიფონური გალერეა მოსდევს, რომლის სიგრძე 30 , ხოლო სიგანე 1-2 -ია. იგი კვლავ 150 -იან გალერეაში გადადის, რომლის ჭერი თითქმის მთელ სიგრძეზე ნაღვენთი ფორმებითაა დაფარული. ეს წყლიანი გალერეა მღვიმის ბოლომდე კვლავ რამდენიმე სიფონურ გასასვლელს ივითარებს, ხოლო ბოლოში 20-30 სიგრძეზე ჭერის დადაბლების გამო გადაადგილება ძალზე გაძნელებულია. ღლიანას მიწისქვეშა დინების დებეტია 50-55 /წმ (წყალმცირობისას), ეს ნაკადი მღვიმიდან გამოსვლის შემდეგ, მდ. ყუმის ვოკლუზურ წყაროებს უერთდება. მღვიმის მშრალ დერეფნებში ღამურების მრავალრიცხოვანი კოლონია ბინადრობს.

მდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ყუმისთავი, პრომეთეს მღვიმის მიმდებარედ, 142 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 22.338 E42 35.842  

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია . წყალტუბო. თბილისიდან წყალტუბო დაშორებულია 257 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ და 30 წთ;

. წყალტუბო - სოფ. ყუმისთავი - ღლიანას მღვიმის ბუნების ძეგლი -  6 კმ, ხანგრძლივობა - 10 წთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 10 14 17

სოლკოტას მღვიმის ბუნების ძეგლი

ღირშესანიშნაობა: მღვიმე გამომუშავებულია ბარემულ კირქვებში. შესასვლელი იხსნება მცენარეულობით შენიღბულ კარსტული ძაბრის ფსკერზე, რომელიც დამრეცად მიემართება სიღრმეში. დახრილი დერეფნის შემდეგ მღვიმე ფართოვდება 10-15 -დე და საკმაოდ ეფექტურ, ჰორიზონტალურ ფსკერიან დარბაზში გადადის, რომლის ჭერის სიმაღლე თითქმის 30 - უახლოვდება. ქიმიური ნალექებიდან აღსანიშნავია სტალაქტიტები, სტალაგმიტები. ყურადღებას იპყრობს ნაღვენთების განსაკუთრებით დიდი ზომები. ჭერიდან სიმძიმის ძალით მოწყვეტილი სტალაქტიტის გარშემოწირულობა 5 - უდრის. ამ ზომის სტალაქტიტი იშვიათია ევროპაში. შესავლელიდან 160 -ში ფსკერიდან აღმართულია 8 სიმაღლის სტალაგმიტი, რომლის გარშემოწერილობა ძირთან 8.5 -ია, შუაში კი - 4,5 . მღვიმე წარმოადგენს ასევე პალეონტოლოგიურ ძეგლს, რადგან აქ აღმოჩენილი იყო მღვიმური დათვის ძვლები

მდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ყუმისთავის მიდამოები, მდ. სემის მარცხენა ნაპირი, 379 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 23.373 E42 37.058            

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია . წყალტუბო. თბილისიდან წყალტუბო დაშორებულია 257 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ და 30 წთ;
. წყალტუბო - სოფ. ყუმისთავი  - 7,5 კმ; ხანგრძლივობა - 10 წთ;
სოფ. ყუმისთავი - სოლკოტას მღვიმის ბუნების ძეგლი -  2,3  კმ, ხანგრძლივობა - 15 წთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 10 14 17

იაზონის მღვიმის ბუნების ძეგლი

ღირსშესანიშნაობა: ქვედა ცარცულ კირქვებში გამომუშავებული მცირე ზომის სტალაქტიტებით, სტალაგნატებით და სტალაგმიტებით გამორჩეული თაღის ფორმის შესასვლელიანი 40 -ის სიგრძის მღვიმეა, რომელიც მდ. წყალწითელას ხეობის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. 10 ის გავლის შემდეგ მღვიმის სიგანე მცირდება 2,5 დე, ბოლო ნაწილში ჭერი 0,5 მდე დაბლდება. მღვიმე ბოლოში ლამიანი ჩამონაშლითაა გადაკეტილი. 


მღვიმე მრავალი ტროგლობიონტი ცხოველითაა დასახლებული. აქ მოპოვებული ცხოველთა ძვლები და კაჟის იარაღები ცხადყოფს, რომ მღვიმე პალეოლითის ხანის ადამიანის სადგომს წარმოადგენდა.


მდებარეობა: . ქუთაისი, წყალწითელას კანიონის უკიდურესი სამხრეთი ნაწილი, სოფ. გოდოგნის ხიდთან, მდინარის მარჯვენა ნაპირი, 135 მეტრი ზღვის დონიდან.


კოორდინატები: N42 16.038 E42 43.803


მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია . ქუთაისი. თბილისიდან ქუთაისი დაშორებულია 230 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ;

. ქუთაისი  - იაზონის მღვიმის ბუნების ძეგლი -  6,2 კმ, ხანგრძლივობა - 20 წთ.

დიდღელის მღვიმის ბუნების ძეგლი

ღირსშესანიშნაობა: მდ. ოსუნელას მიერ ბარემულ კირქვებში გამომუშავებული მღვიმეა, სადაც მრავლადაა ჭერიდან და კედლებიდან მორღვეული ლოდნარი, თიხის ნაფენები და სხვა. მღვიმის შესასვლელთან არსებულ ნაპრალში ჟონავს კინკილეს ნაკადული, სადაც ჩნდება დროებითი ტბა. 


მდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. მელოურის მიდამოები. 418 მეტრი ზღვის დონიდან.


კოორდინატები: N42 23.419 E42 37.748


მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია . წყალტუბო. თბილისიდან წყალტუბო დაშორებულია 257 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ და 30 წთ;

. წყალტუბო - სოფ. ყუმისთავი  - 7,5 კმ; ხანგრძლივობა - 10 წთ;

სოფ. ყუმისთავი - დიდღელის მღვიმის ბუნების ძეგლი - 7 კმ, ხანგრძლივობა - 25 წთ.

პარკის გარშემო

საწურბლიას მღვიმის ბუნების ძეგლი

ბუნების ძეგლი წარმოადგენს ბარემულ კირქვებში გამომუშავებულ სტალაქტიტებით, სტალაგმიტებით, ტრავერტინებითა და დიდი ზომის გურებით მდიდარ მდ. სემის მარცხენა სანაპიროზე მდებარე მღვიმეს. მღვიმის შესასვლელი იხსნება ასიმეტრიული ძაბრის ფსკერზე. შესასვლელის სიგანე 6 მეტრია, პირველ 80 მ სიგრძეზე, ფსკერი დახრილია 12-150 - ით. ბოლომდე ინვითარებს 1 - 1,5 მ სიღრმის საფეხურებს. შესასვლელიდან 125 მეტრში 5 მეტრიიანი ფლატეა, რომელსაც ებმის დიდი ზომის დარბაზი (30X25). შუასაუკუნეებში მღვიმეს იყენებდნენ თავშესაფრად.

მდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ყუმისთავის მიდამოები, მდ. სემის მარცხენა ნაპირი, 287 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 23.283 E42 36.376

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. წყალტუბო. თბილისიდან წყალტუბო დაშორებულია 257 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ და 30 წთ;
ქ. წყალტუბო - სოფ. ყუმისთავი  -7,5 კმ; ხანგრძლივობა - 10 წთ;
სოფ. ყუმისთავი - საწურბლიას მღვიმის ბუნების ძეგლი -  1,2 კმ, ხანგრძლივობა - 10 წთ.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ:
 577 10 14 17
ელ-ფოსტა:  beto.promete@gmail.com 

უბისის მონასტერი

უბისის მონასტერი - IX საუკუნის უბისის ეკლესია მდებარეობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. უბისის ჩრდილო-აღმოსავლეთით, თბილისი - ქუთაისის ცენტრალური ავტომაგისტრალიდან 400 მეტრში.

კომენტარები

იხილეთ ახლოს მდებარე პარკები

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

89 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

კინტრიშის ეროვნული პარკი

84 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

კოლხეთის ეროვნული პარკი

69 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

მარტვილის კანიონი

20 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

ოკაცეს კანიონი

11 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

სათაფლია

9 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

ქობულეთის ეროვნული პარკი

88 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერი

14 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

ნავენახევის მღვიმე

25 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

თეთრა მღვიმე

5 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

რაჭის ეროვნული პარკი

73 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა