ღირსშესანიშნაობა: ქვედა ცარცულ კირქვებში გამომუშავებული მცირე ზომის სტალაქტიტებით, სტალაგნატებით და სტალაგმიტებით გამორჩეული თაღის ფორმის შესასვლელიანი 40 მ-ის სიგრძის მღვიმეა, რომელიც მდ. წყალწითელას ხეობის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. 10 მ–ის გავლის შემდეგ მღვიმის სიგანე მცირდება 2,5 მ–დე, ბოლო ნაწილში ჭერი 0,5 მ–მდე დაბლდება. მღვიმე ბოლოში ლამიანი ჩამონაშლითაა გადაკეტილი.
მღვიმე მრავალი ტროგლობიონტი ცხოველითაა დასახლებული. აქ მოპოვებული ცხოველთა ძვლები და კაჟის იარაღები ცხადყოფს, რომ მღვიმე პალეოლითის ხანის ადამიანის სადგომს წარმოადგენდა.
მდებარეობა: ქ. ქუთაისი, წყალწითელას კანიონის უკიდურესი სამხრეთი ნაწილი, სოფ. გოდოგნის ხიდთან, მდინარის მარჯვენა ნაპირი, 135 მეტრი ზღვის დონიდან.
კოორდინატები: N42 16.038 E42 43.803
მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. ქუთაისი. თბილისიდან ქუთაისი დაშორებულია 230 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ;
ქ. ქუთაისი - იაზონის მღვიმის ბუნების ძეგლი - 6,2 კმ, ხანგრძლივობა - 20 წთ.
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა