ჩემს გარშემო
გამოგვყევი
თავგადასავალი

ველო ტური

მათთვის ვისაც სალაშქროდ სიარული ველოსიპედით უყვართ, ეროვნულ პარკებში ველო ბილიკებია მოწყობილი. იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი ველოსიპედი არ გყავთ, ტრანსპორტის ადგილზე ქირაობაცაა შესაძლებელი.

აირჩიეთ თქვენთვის სასურველი სირთულისა და დისტანციის ველო-ბილიკი.

.

ზიპ-ლაინი

თუ გსურთ, რომ მოგზაურობა ერთგვარი სპორტული ჟინით, აზარტითა და ექსტრემით გაამდიდროთ, ზიპ-ლაინის სერვისით უნდა ისარგებლოთ.

.

ხელმისაწვდომია

აირჩიეთ პარკი

თოვლის ფეხსაცმლის ტური

ზამთრის პერიოდში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში თოვლის ფეხსაცმელების ერთდღიანი და ორდღიანი ბილიკები გელის. თოვლის ფეხსაცმელების ქირაობა შესაძლებელია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში.

.

თოკების პარკი

„თოკების პარკი“ წარმოადგენს ეკო-საგანმანათლებლო ატრაქციას და გარემოში არსებულ შემეცნებით გასართობ ადგილს. ეკოტურისტული ობიექტი გათვლილია სხვადასხვა სეგმენტის ვიზიტორზე.

.

ხელმისაწვდომია

აირჩიეთ პარკი

ლაშქრობა

თუ გსურთ, ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ, საქართველოს ულამაზესი ბუნება ნახოთ და კიდევ ერთი თავგადასავალი შეიქმნათ, სალაშქრო ტურების მოწყობა ეროვნულ პარკებში შეგიძლიათ. აქ დაგხვდებათ მარკირებული ბილიკები, ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ადგილები.

ეროვნულ პარკებში წარმოდგენილია სხვადასხვა სირთულის, რელიეფისა და სანახაობის მქონე ბილიკები. დაათვალიერეთ და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ბილიკი.

.

სანაოსნო ტური

მათთვის ვისაც ტბაზე ან მდინარეზე გასეირნება გსურთ ეროვნულ პარკებში სანაოსნო ტურები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელოდებათ.

ეროვნულ პარკებში სანაოსნო ტურების ფართო არჩევანია, შეგიძლიათ ისარგებლოთ პონტონის, კაიაკის, კატერისა და ნიჩბიანი ნავის ტურებით.

.

საცხენოსნო ტური

ჯირითის მოყვარულებს, დაუვიწყარი თავგადასავლისთვის ეროვნულ პარკებში საცხენოსნო ტურები გელოდებათ.

.

სპელეო ტური

თუ გსურთ მოხვდეთ ზღაპრულ და განსხვავებულ გარემოში, იმერეთის მღვიმეებში სპელეო ტური უნდა დაგეგმოთ! მღვიმეებში სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების გასაოცარი ნაღვენთი ფორმები კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ ბუნების უსაზღვრო შესაძლებლობებში.

.

სპორტული თევზაობა

თუკი  სპორტული თევზაობა გიყვარს, ეროვნული პარკები შენ გელოდება! თევზის დაჭერა, მეგობრებთან ერთად დროის ბუნებაში გატარება რამდენიმე ეროვნულ პარკში შეგიძლია.

.

ფრინველებზე დაკვირვება

თუ თქვენ თავისუფალი დროის მშვიდ გარემოში გატარება გსურთ და სურვილი გაქვთ დააკვირდეთ საქართველოში მობინადრე, თუ გადამფრენ ფრინველებს, ეროვნული პარკების ვიზიტორთა ცენტრებში ჭოგრიტის ქირაობასაც შეძლებთ და  სპეციალურ კოშკურებსაც გამოიყენებთ.

.

ყვინთვა

ეროვნულ პარკებში ყვინთვის სერვისით სარგებლობისას წყალქვეშა სამყაროს გაცნობის შესაძლებლობა აქვთ. აღმოაჩინეთ წყალქვეშა კანიონი და მღვიმის სიფონები!

გაითვალისწინეთ, სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელია წინასწარი ჯავშანი. 

.

ხელმისაწვდომია

აირჩიეთ პარკი
  • ველო ტური
  • ზიპ-ლაინი
  • თოვლის ფეხსაცმლის ტური
  • თოკების პარკი
  • ლაშქრობა
  • სანაოსნო ტური
  • საცხენოსნო ტური
  • სპელეო ტური
  • სპორტული თევზაობა
  • ფრინველებზე დაკვირვება
  • ყვინთვა

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა