ღირსშესანიშნაობა: ბუნების ძეგლი წარმოადგენს 1700 მ სიგრძისა
და
14 000 მ2
ფართობის
მღვიმეს,
რომელიც
გამომუშავებულია
მდ.
ბღერისწყლის
მიერ
ქვედაცარცული
ასაკის
თხელ
და
საშუალო
შრეებრივ
კირქვებში.
მდინარე
თავდაპირევლად
დახურულ
ხეობას
წარმოქმნის
და
შემდგომ
ჩაედინება
ვიწრო
პონორში.
იგი
იწყება
წვრილმარცვლოვანი
ქვიშითა
და
ზედაპირიდან
ჩამორეცხილი
ხის
ტოტებით
ამოვსებული
30 მ
- სიგრძისა
და
40-50 სმ
სიმაღლის
ხვრელით,
რომელშიც
ჩაედინება
მდინარე
ბღერისწყლის
ნაკადები.
აქ
მას
მარჯვნიდან
მელოურისა
და
დიდღელეს
მღვიმეებიდან
შემოსული
მუდმივმოქმედი
ნაკადები
უერთდება.
მდინარე
განედურად
გადაკვეთს
მთელ
მღვიმეს
და
დასავლეთ
დაბოლოებაში
ნაზვავსა
და
მცირე
სიღრმის
სიფონში
იკარგება.
ბღერის
მღვიმეს
კარგად
ეტყობა
ნაკადების
ეროზიული
ზემოქმედების
კვალი.
მდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. მელოურის
მიდამოები,
458 მეტრი
ზღვის
დონიდან.
კოორდინატები: N42 23.022 E42 37.819
ქ. წყალტუბო - სოფ. ყუმისთავი
-7,5 კმ; ხანგრძლივობა - 10 წთ;
სოფ. ყუმისთავი - ბღერის მღვიმის ბუნების ძეგლი -
6 კმ,
ხანგრძლივობა
- 25 წთ.
დამატებითი
ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 10 14 17
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა