ოკაცეს ჩანჩქერი სამ საფეხურად გადმომავალი ჩანჩქარების კასკადია. პირველის ჩანჩქერის სიმაღლე დაახლოებით 25 მ-ია, ხოლო მეორე ჩანჩქერის სიმაღლე 70 მ-მდე აღწევს. ნაკადის მდ. საწისქვილოსთან შეერთების შემდეგ, 20 მეტრში წარმოიქმნება კასკადის მესამე, დაახლოებით 35 მ სიმაღლის საფეხური.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ოკაცეს ჩანჩქერი საქართველოს ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიებიდან - პრომეთეს მღვიმედან და მარტვილის კანიონიდან, დაახლოებით თანაბარ მანძილზე - 20 კილომეტრში მდებარეობს.
ოკაცეს კანიონი შესანიშნავი ადგილია ახალი თავგადასავლების მოსაწყობად, შვებულების დროს. ასე რომ, ეწვიეთ საქართველოს ეროვნულ პარკებს და აღმოაჩინეთ ოკაცეს ჩანჩქარი!
სამუსაო საათები: 10:00-დან 18:00-მდე
ბილეთი:
ბილეთი 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო
ბილეთი 6 წლიდან 18 წლამდე საქართველოს მოქალაქე, ბინადრობის
მქონე და რეზიდენტი პირებისათვის - 5.50 ლარი
ბილეთი საქართველოს მოქალაქე, ბინადრობის მქონე და რეზიდენტი
პირი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთათვის - 5.00 ლარი
ბილეთი, 18 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის, ბინადრობის
მქონე და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანებისა - 10.44 ლარი
ბილეთი, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის - 17.40 ლარი
მოსწავლეთა ჯგუფის ვიზიტის დროს, სასწავლო დაწესებულების ერთი
პედაგოგი - უფასო
ტურისტული სააგენტოს გიდები (ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში)
- უფასო
სამოქალაქო ქორწინების გაფორმების ცერემონიალი - 100 ლარი
ოკაცეს კანიონი + ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერი
მარტვილის კანიონი + ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერი
მარტვილის კანიონი + ოკაცეს კანიონი + ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერი
პრომეთეს მღვიმე + მარტვილის კანიონი + ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერი
გაზაფხული
სამუშაო დღეები: ყოველ დღე 10:00 - 18:00
ზაფხული
სამუშაო დღეები: ყოველ დღე 10:00 - 24:00
შემოდგომა
სამუშაო დღეები: ყოველ დღე 10:00 - 19:00
ზამთარი
სამუშაო დღეები: ყოველ დღე 10:00 - 18:00
თუ გსურთ, რომ მოგზაურობა ერთგვარი სპორტული ჟინით, აზარტითა და ექსტრემით გაამდიდროთ, ზიპ-ლაინის სერვისით უნდა ისარგებლოთ.
ვიზიტორები უსაფრთხოების მიზნით აღჭურვილები იქნებიან შესაბამისი ნივთებით (ღვედები და ჩაფხუტები). სერვისს კი კვალიფიციური გიდები გაუწევენ.
• საერთო სიგრძე - 500მ; 170მ
სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 599 039 900
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა