ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და იმერეთის, ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებს მოიცავს.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების საშუალებას იძლევა და ჯამში 12 მარკირებულ და კეთილმოწყობილ ბილიკს მოიცავს. მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. ასევე გამოყოფილია ადგილები ცეცხლის დასანთებად. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო, ველო, თოვლის ფეხსაცმელების კულტურულ და საგანმანათლებლო ტურებს თავაზობს.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი გამოირჩევა უნიკალური და იშვიათი ცხოველთა და მცენარეთა სახეობებით, ტყეების მნიშვნელოვანი ნაწილი ხელუხლებელ მდგომარეობაშია შემორჩენილი. მისი საერთო ფართობი 107,083 ჰა-ს შეადგენს, რაც საქართველოს ტერიტორიის 1,5%-ზე მეტია.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი დამოუკიდებელ საქართველოში შექმნილი პირველი ეროვნული პარკია. იგი 1995 წელს დაარსდა.
ღამისთევა:
·
ლიკანის კოტეჯი - 1 ადამიანი / 1 დღე - 30 ლარი
·
სამეცხვარეოს კოტეჯი ძველი - 1 ადამიანი / 1 დღე -
30 ლარი
·
სამეცხვარეოს კოტეჯი ახალი - 1 ადამიანი / 1 დღე -
30 ლარი
·
დედაბერას კოტეჯი -
1 ადამიანი / 1 დღე - 30 ლარი
·
ურემას კოტეჯი - 1 ადამიანი / 1 დღე - 30 ლარი
·
დიდმაღალის კოტეჯი - 1 ადამიანი / 1 დღე - 30 ლარი
·
სახვლარის კოტეჯი ძველი (სტეფურის კანიონი) - 1 ადამიანი
/ 1 დღე - 30 ლარი
·
მახვილოს კოტეჯი - 1 ადამიანი / 1 დღე - 30 ლარი
·
სახლარის კოტეჯი ახალი - 1 ადამიანი / 1 დღე - 30 ლარი
·
კუკურას ქოხი (სოფ. ქვაბისხევი) - 1 ადამიანი / 1 დღე
- 30 ლარი
·
ზეკარის კოტეჯი - 1 ადამიანი / 1 დღე - 30 ლარი
·
გვირგვინას კოტეჯი - 1 ადამიანი / 1 დღე - 30 ლარი
·
შუანოს კოტეჯი - 1 ადამიანი / 1 დღე - 30 ლარი
·
დემოთეს კოტეჯი - 1 ადამიანი / 1 დღე - 30 ლარი
·
ამარათის კოტეჯი ახალი - 1 ადამიანი / 1 დღე - 30 ლარი
·
ამარათის კოტეჯი ძველი - 1 ადამიანი / 1 დღე - 30 ლარი
·
ხეგიანი კოტეჯი - 1 ადამიანი / 1 დღე - 30 ლარი
·
ბაირაღების კოტეჯი - 1 ადამიანი / 1 დღე - 30 ლარი
·
ფასი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 10 - ლარი
ფართის ქირაობა:
·
საპიკნიკე მაგიდა აწყურის შესასვლელთან (3 მაგიდა,
კაციანი) - 1 დღე - 20 ლარი
·
საპიკნიკე მაგიდა ქვაბისხევი (5 მაგიდა, კაციანი) - 1 დღე - 20 ლარი
·
საპიკნიკე მაგიდა ლიკანი (2 მაგიდა, კაციანი) - 1 დღე - 20 ლარი
·
საკარვე ადგილი - 1 ადამიანი / 1 დღე - 10 ლარი
ინვენტარის დაქირავება:
·
საკონფერენციო დარბაზი ბორჯომში - 1 დღე - 200 ლარი
·
საკონფერენციო დარბაზი ხარაგაულში - 1 დღე - 200 ლარი
·
ველოსიპედი - 1 დღე - 35 ლარი
·
შემნახველი საკანი (1 ცალი) - 1 დღე - 5 ლარი
·
თოვლის ფეხსაცმელი - 1 დღე - 20 ლარი
·
კარავი - 1დღე - 20 ლარი
·
ზურგჩანთა - 1 დღე - 10 ლარი
· პარალონი - 1 დღე - 5 ლარი
საკონტაქტო პირი: ნუგზარ აიწურაძე, ტელ: 577 10 18 28
საკონტაქტო პირი: ჯემალ ღონღაძე, ტელ: 591 81 90 39
გაზაფხული
სამუშაო დღეები: 09:00 - 18:00
შაბათ-კვირა: 09:00 – 16:00
ზაფხული
სამუშაო დღეები: 09:00 - 18:00
შაბათ-კვირა: 09:00 – 16:00
შემოდგომა
სამუშაო დღეები: 09:00 - 18:00
შაბათ-კვირა: 09:00 – 16:00
ზამთარი
სამუშაო დღეები: 09:00 - 18:00
შაბათ-კვირა: 09:00 – 16:00
მათთვის ვისაც სურს აღმოაჩინოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ველოსიპედით, აქ სხვადასხვა სირთულის, რამდენიმე ველო ბილიკია. იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი ველოსიპედი არ გყავთ, სამთო ველოსიპედის ქირაობა ვიზიტორთა ცენტრშია შესაძლებელი.
1 დღით ქირაობა - 35 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 25 ლარი
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ეროვნულ პარკში შესვლამდე!
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - +995 599 747 919
ზამთარში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი განსაკუთრებით ლამაზია. ეროვნულ პარკში თოვლის ფეხსაცმელების ერთდღიანი და ორდღიანი ბილიკები გელით. თოვლის ფეხსაცმელების ქირაობა შესაძლებელია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში.
1 დღით ქირაობის ფასი - 15 ლარი; ყოველი დამატებითი დღე - 10 ლარი
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ეროვნულ პარკში შესვლამდე!
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 599 747 919
თუ გსურთ, ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ, საქართველოს ულამაზესი ბუნება ნახოთ და კიდევ ერთი თავგადასავალი შეიქმნათ, სალაშქრო ტურების მოწყობა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ.
აქ დაგხვდებათ სხვადასხვა სირთულის 12 ტურისტული ბილიკი. სალაშქრო აღჭურვილობის ქირაობას ვიზიტორთა ცენტრში შეძლებთ.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ეროვნულ პარკში შესვლამდე!
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 599 747 919
ჯირითის მოყვარულებს, დაუვიწყარი თავგადასავლისთვის ბორჯომ-ხარაგაულის
ეროვნულ პარკში საცხენოსნო ტურები გელოდებათ.
ცხენების ქირაობა შესაძლებელია ლიკანსა და აწყურში, ადგილობრივი მოსახლეობისგან.
საკონტაქტო პირები:
- ჯემალ ღონღაძე (ლიკანში), ტელ: 591 81 90 39
1 დღით ქირაობა - 60 ლარი (გამყოლით)
1 საათით ქირაობა - 30 ლარი (გამყოლით)
- ნუგზარ აიწურაძე (აწყურში), ტელ: 577 10 18 28
1 დღიანი ტური - 80 ლარი (+30 ლარი გამყოლისათვის) ტურის ფასში შესულია ლანჩი
1,5 - 2 საათიანი ტური - 60 ლარი (+40 ლარი გამყოლისათვის) ტურის ფასში შესულია ლანჩი
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ეროვნულ პარკში შესვლამდე!
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 599 747 919
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა