ჩემს გარშემო
გამოგვყევი

ადგილები რომლებიც უნდა ნახო

ხომულის მღვიმის ბუნების ძეგლი

ღირშესანიშნაობა: ბუნების ძეგლი გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმე იწყება წამოხურული კარნიზით. შესასვლელის წინ (ზედაპირზე) ჩაქცევით წარმოშობილი ტბაა, რომლის სიღრმე5 მეტრია, გარშემოწერილობა კი 30 მ. ტბა მიწისქვეშა დინებით წყალტუბოს წყალსაცავს უერთდება. 4 მეტრიანი საფეხურით მღვიმე ორ ნაწილად იყოფა. წინა ნაწილი ვრცელია, ფსკერზე - კარსტული ძაბრებით. მეორე ნაწილი ვიწრო ხვრელია, გადაადგილება მხოლოდ ფორთხვით არის შესაძლებელი. მღვიმე მშრალია. შეიმჩნევა დროებით ღვართა ნაკვალევი. გვირაბის ბოლოში პატარა ტბაა.

მდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ხომულის მიდამოები, 160 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 18.889 E42 38.116

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. წყალტუბო. თბილისიდან წყალტუბო დაშორებულია 257 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ და 30 წთ;

ქ. წყალტუბო - სოფ. ხომული - ხომულის მღვიმის ბუნების ძეგლი - 3,7 კმ, ხანგრძლივობა - 15 წთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 10 14 17

კომენტარები

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა