საქართველოში პირველი კიდული ბილიკი ოკაცეს კანიონშია.
ექსტრემალური ტურების მოყვარულთათვის ოკაცეს კანიონზე კიდული ბილიკია მოწყობილი, რომლის გავლას დაახლოებით 2-3 საათი სჭირდება. საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკს გაივლის და პანორამული გადასახედით სრულდება, სადაც ვიზიტორებს იქვე დამონტაჟებული სმარტ-სელფის აპარატით სამახსოვრო ფოტოსურათის გადაღება შეუძლიათ.
ოკაცეს კანიონის ბილიკის საფარი გამჭვირვალეა, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო ექსტრემალურს ხდის.
ასე რომ მოიკიდეთ ზურგჩანთები და ესტუმრეთ ოკაცეს შვებულების დროს.
ოკაცეს კანიონი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის მიდამოებში მდებარეობს.
აღსანიშნავია, რომ ოკაცეს კანიონი ახლოს არის დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ქალაქ - ქუთაისთან, ასევე კანიონში მოგზაურობა კარგი გადაწყვეტილებაა აჭარაში დასვენების დროსაც.
გაზაფხული
ყოველდღე: 10:00 - 18:00
ზაფხული
ყოველდღე: 10:00 - 18:00
შემოდგომა
ყოველდღე: 10:00 - 17:30
ზამთარი
ყოველდღე: 10:00 - 17:00
ზრდასრული
საქ. მოქალაქე და რეზიდენტი პირი - 9.20₾
სტუდენტი და მოსწავლე
ბილეთი არასწრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) - 5.50₾
უცხოეთის მოქალაქე
სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, გარდა არასწრულწლოვანებისთვის - 17.25₾
ოკაცეს კანიონის ბილიკის 2-3 საათიანი საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მ სიგრძის კლდეზე კიდულ ბილიკს გაივლის და პანორამული გადასახედით სრულდება. კანიონზე დაგებულია ლითონის გამჭვირვალე იატაკი, რაც კიდულ ბილიკზე ტურს მეტ ექსტრემს სძენს. ბილიკზე სეირნობისას, თქვენ წინ გადაიშლება ულამაზესი ხედები. კიდულ ბილიკზე თქვენ აღმოჩნდებით კანიონიდან 40-140 მეტრამდე სიმაღლეზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - 595 03 60 47
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა