ჩემს გარშემო
გამოგვყევი

ქობულეთის ეროვნული პარკი

ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე სტუმრობისას, განსხვავებულ სამყაროში აღმოჩნდებით. დაცული ტერიტორიები ქობულეთის ზღვის სანაპიროდან 2 კმ-ში მდებარეობს.

ტერიტორიები მოიცავს ისპანი 1-ისა და ისპანი 2-ის სფაგნუმიან ტორფნარებს, რომლებზეც მოწყობილია ბილიკები საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურებისთვის. ვიზიტორებს შეუძლიათ ჭაობის თხილამურების დაქირავება და სფაგნუმიან ტორფნარზე გასეირნება. 

ტერიტორიები მნიშვნელოვანი საარსებო გარემოა გადამფრენი, მობუდარი და მოზამთრე წყლის ფრინველთა სახეობებისათვის. განსაკუთრებით საინტერესოა სფაგნუმი ანუ თეთრი ხავსი და მწერიჭამია დროზერა.

ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე 3 მარტივი საფეხმავლო მარშრუტია: „ისპანი 2“, „თეთრი ხავსი“ და „დროზერა“. საფეხმავლო მარშრუტზე ფრინველებზე დაკვირვებისა და საგანმანათლებლო-სამეცნიერო ტურების დროს შესაძლებელია ყვითელი და თეთრი დუმფარების, თეთრი ხავსის 4-მეტრიანი გუმბათების, მწერიჭამია დროზერასა და ჭაობის კუს ნახვა. 

ქობულეთის დაცული ტერიტორიები განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს ფრინველებზე  დაკვირვების, ე.წ. birdwatching-ის მოყვარულებში.  შესაძლებელია ჭოგრიტების ქირაობაც. გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებისათვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული და შემოდგომა.

კონტაქტი

ვიზიტორთა სპეციალისტი
577101897 tamar7gogitidze@gmail.com

სამუშაო საათები

გაზაფხული


აპრილი,  ოქტომბერი  - 10:00-17:30

სამუშაო დღეები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა

ზაფხული


აპრილი,  ოქტომბერი  - 10:00-17:30


სამუშაო დღეები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა

შემოდგომა


აპრილი,  ოქტომბერი  - 10:00-17:30

ნოემბრიდან მარტის ჩათვლით - 10:00-17:00

სამუშაო დღეები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა

ზამთარი


ნოემბრიდან მარტის ჩათვლით - 10:00-17:00

სამუშაო დღეები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა

ფასიანი სერვისები

ზრდასრული

X

სტუდენტი და მოსწავლე

საკონფერენციო დარბაზი (15 ადამიანზე) - 35 ლარი;

ჭაობის თხილამურები - 2 ლარი;

ჭოგრიტი: 1 საათი  - 2 ლარი.

უცხოეთის მოქალაქე

X

კომბო ბილეთი

X

თავგადასავალი

ლაშქრობა

თუ გსურთ, ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ, საქართველოს ულამაზესი ბუნება ნახოთ და კიდევ ერთი თავგადასავალი შეიქმნათ, სალაშქრო ტურების მოწყობა ქობულეთის ეროვნულ პარკში შეგიძლიათ.


ფრინველებზე დაკვირვება

თუ თქვენ თავისუფალი დროის მშვიდ გარემოში გატარება გსურთ და სურვილი გაქვთ დააკვირდეთ საქართველოში მობინადრე, თუ გადამფრენ ფრინველებს, ეროვნული პარკების ვიზიტორთა ცენტრებში ჭოგრიტის ქირაობასაც შეძლებთ და  სპეციალურ კოშკურებსაც გამოიყენებთ.

ხელმისაწვდომია

გაზაფხული ზაფხული შემოდგომა
შესაბამისი ტურები
  • ლაშქრობა
  • ფრინველებზე დაკვირვება

ადგილები რომლებიც უნდა ნახო

პარკის გარშემო

თერსონი ციხე

თეთროსნის ეკლესია - მდებარეობს ქ. ქობულეთიდან 5 კმ დაშორებით, სოფ. ხუცუბნის ტერიტორიაზე. გადაადგილება შესაძლებელია ნებისმიერი ტრანსპორტით. ისტორიული ცნობებით აქ გადიოდა ხინო-ქობულეთის საქარავნო გზა და იგი უკავშირდებობა საქართველოდან ბიზანტიისაკენ მიმავალ მთავარ მაგისტრალს.

ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი - ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში 4 500-ზე მეტი სამუზეუმო ექსპონატია დაცული,რომლებიც წარმოადგენენ არქეოლოგიურ, ისტორიულ, ეთნოგრაფიულთუ ბუნების წიაღში ნამარხ ნიმუშებს. მუზეუმში არქეოლოგიური განყოფილება წარმოდგენილია სოფელ ქობულეთსა და ხუცუბანში პირველყოფილი ადამიანის ნამოსახლარებზე აღმოჩენილი 9 000 წლის წინანდელი შრომითი და ყოფითი ნივთების ექსპონირებით, ექსპოზიციაში ქვის ხანას ბრინჯაოს პერიოდი მოყვება, სადაც წარმოდგენილია როგორც ადრე ბრინჯაოს, ისე ბრინჯაო-რკინის ხანის მასალები: სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ჭურჭლის ფრაგმენტები საკულტო-რელიგიური ნიშნებით, კოლხური ცული, ქვის საწაფები და სხვა, ხოლო ანტიკური პერიოდი წარმოდგენილია ფიჭვნარის ძვ.წ. V-IV სს-ის კოლხური დაელინური სამაროვნებით, სხვადასხვა დანიშნულების თიხის ნაკეთობებით, სამკაულებით, რომაული და ანტიკური ამფორებით, აქვეა დაცული ვერცხლის ფული, კოლხური თეთრები და ცნობილი სინოპი. მუზეუმში დაცულია XVIII-XIX სს-ში ე.წ. დედაბრული ხელით გადაწერილი შელოცვების წიგნი, ასევეისპანის ტორფნარში ნამარხი რელიქტური ტყის ნარჩენები, რომლებიც წარმოდგენილია მოქანდაკე ვაჟა ვერულიძის მიერ აღმოჩენილი თვითმყოფადი რკინის, ასევე შავი, წითელი და ყავისფერი ხის ქანდაკებების სახით.

თაღოვანი ხიდები

თაღოვანი ხიდებიმდინარე კინტრიშის ხეობაში შემორჩენილია თაღოვანი ხიდები. შუა საუკუნეების ხიდებია კობალაურსა და ვარჯანაულში, ხოლო სოფელ ქობულეთის XIX საუკუნის ხიდი ამჟამადაც ფუნქციურად დატვირთულია. ქობულეთიდან თაღოვან ხიდებამდე მანძილი 15-20 კილომეტრია.

კომენტარები

იხილეთ ახლოს მდებარე პარკები

კინტრიშის ეროვნული პარკი

23 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

კოლხეთის ეროვნული პარკი

33 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

მარტვილის კანიონი

82 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

მაჭახელას ეროვნული პარკი

43 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

მტირალას ეროვნული პარკი

19 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

ოკაცეს კანიონი

90 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

პრომეთეს მღვიმე

88 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

სათაფლია

89 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერი

94 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

ნავენახევის მღვიმე

97 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

თეთრა მღვიმე

86 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა