გიყვართ ფეხით ან ცხენით მოგზაურობა? ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ტურისტული აქტივობების ფართო არჩევანს გთავაზობთ, მათ შორის, სხვადასხვა ტიპის ლაშქრობებს ულამაზესი ჩანჩქერებისა თუ უძველესი ციხე-სიმაგრეების სანახავად. თუ თქვენ ხართ ამბიციური და სპორტული მოლაშქრე, აუცილებლად უნდა სცადოთ სამდღიანი ლაშქრობა შავი კლდეების ტბისკენ, რომლის ალპური ზონიდან კავკასიონის მთების ულამაზესი ხედი იშლება.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და დიდი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზეა განფენილი. მისი განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნება არ არის გასაკვირი. სიმაღლეების დიდი ამპლიტუდა (სიმაღლებრივი ზონალურობა, ჰავისა თუ ლანდშაფტური ზონების სრული სპექტრით) 3,428 მეტრს აღწევს. ჰაბიტატის (საცხოვრებელი გარემოს) დიფერენციაცია ჭალის ტყეებით დაწყებული და ერთი შეხედვით უსიცოცხლო ციცაბო კლდეების კალთებით დამთავრებული, ბუნებრივად იწვევს იმგვარ ბიომრავალფეროვნებას, რომლის მსგავსიც საქართველოს სხვა არც ერთ დაცულ ტერიტორიაზე არ გვხვდება.
ტურისტული თვალსაზრისით ტერიტორია საკმაოდ კეთილმოწყობილია. დღეისათვის ადმინისტრაცია ვიზიტორებს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მარკირებულ ბილიკებს, კერძოდ: ,,როჭოს ჩანჩქერი“, „ნინოსხევის ჩანჩქერი,“ მაჭის ციხე“, ,,შავი კლდეების ტბა“ და ბუნების შემეცნებით ბილიკი.
გაზაფხული
სამუშაო დღეები: 10:00 - 18:00
შაბათ-კვირა: 10:00 – 17:00
ზაფხული
სამუშაო დღეები: 10:00 - 18:00
შაბათ-კვირა: 10:00 – 17:00
შემოდგომა
სამუშაო დღეები: 10:00 - 18:00
შაბათ-კვირა: 10:00 – 17:00
ზამთარი
სამუშაო დღეები: 10:00 - 18:00
შაბათ-კვირა: 10:00 – 17:00
ზრდასრული
კარავი - 20 ლარი;
• ზურგჩანთა - 5 ლარი;
• საძილე ტომარა -10 ლარი;
• პარალონი - 5 ლარი;
• საკონფერენციო დარბაზი (50 ადამიანზე) - 150 ლარი;
• ცხენი (ბარი)- 70 ლარი;
• ცხენი (მთა)- 100 ლარი;
• საპიკნიკე ადგილი - 1 მაგიდა - 20 ლარი;
• საკარვე ადგილი - 1 ადამიანი - 5 ლარი.
სტუდენტი და მოსწავლე
კარავი - 20 ლარი;
• ზურგჩანთა - 5 ლარი;
• საძილე ტომარა - 10 ლარი;
• პარალონი - 5 ლარი;
• საკონფერენციო დარბაზი (50 ადამიანზე) - 150 ლარი;
• ცხენი (ბარი) - 70 ლარი;
• ცხენი (მთა)- 100 ლარი;
• საპიკნიკე ადგილი - 1 მაგიდა - 10 ლარი;
• საკარვე ადგილი - 1 ადამიანი - 5 ლარი.
უცხოეთის მოქალაქე
X
კომბო ბილეთი
X
თუ გსურთ, ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ, საქართველოს ულამაზესი ბუნება ნახოთ და კიდევ ერთი თავგადასავალი შეიქმნათ, სალაშქრო ტურების მოწყობა ლაგოდეხის ეროვნულ პარკში შეგიძლიათ.
ჯირითის მოყვარულებს, დაუვიწყარი თავგადასავლისთვის ეროვნულ პარკებში საცხენოსნო ტურები გელოდებათ.
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა