ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები გამორჩეულ და უნიკალურ ადგილს წარმოადგენს, რომლის მსგავსსაც მთელ საქართველოში ვერ ნახავთ. ნახევრადუდაბნო და ტყე, წყნარი და მშვიდი, ერთი შეხედვით მიძინებული დედამიწა, მაგრამ ამავდროულად სიცოცხლით მჩქეფარე, ულამაზესი ხედებით, ბუნების ძეგლებით, ფლორისა და ფაუნის უნიკალური წარმომადგენლებით მდიდარი ტერიტორია - ეს ვაშლოვანია.
ვაშლოვანში შესვლისთანავე თქვენ თვალწინ გადაიშლება ულამაზესი სანახაობა და მიხვდებით, რომ სრულიად სხვა, ახალ სამყაროში აღმოჩნდით. იგი ყოველმხრივ უნიკალური დაცული ტერიტორიაა, როგორც სამეცნიერო, ასევე ტურისტული თვალსაზრისით.
თავისუფლებითა და მრავალი დაფარული საიდუმლოებით მოცული ვაშლოვანი ნამდვილი სამოთხეა დედამიწაზე, რომლის სიტყვებით სრულად გადმოცემა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, თითოეულმა თქვენგანი აუცილებლად უნდა ესტუმროთ მას. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე გამაოგნებელი, ჯადოსნური და დაუვიწყარი თავგადასავლების სამყარო გელოდებათ.
გაზაფხული
სამუშაო დღეები: ყოველდღე 09:00 - 18:00
ზაფხული
სამუშაო დღეები: ყოველდღე 09:00 - 18:00
შემოდგომა
სამუშაო დღეები: ყოველდღე 09:00 - 18:00
ზამთარი
სამუშაო დღეები: ყოველდღე 09:00 - 18:00
ზრდასრული
• საკონფერენციო დარბაზი (35 ადამიანზე) -130₾
• საკარვე ადგილი - 1 ადამიანი - 5₾ (ერთ ადამიანზე ერთი ღამით - 5 ლარი)
• საფარიტური ,,ვიზიტორთა ცენტრი - ხორნაბუჯი - წმ. ელიას მთა" (10 პერსონაზე) - 60₾
• საფარიტური ,,ვიზიტორთა ცენტრი - ტახტი-თეფას ბუნების ძეგლი" (10 პერსონაზე) - 160₾;
• საფარიტური ,,ვიზიტორთა ცენტრი - ვაშლოვანი - პანტიშარა - დათვის ხევი" (10 პერსონაზე) - 175₾
• საფარიტური ,,ვიზიტორთა ცენტრი - კაკლის ყურე - შავი მთა" (10 პერსონაზე) - 200₾
სტუდენტი და მოსწავლე
• საკარვე ადგილი - 1 ადამიანი - 5₾ (ერთ ადამიანზე ერთი ღამით - 5 ლარი)
• საფარიტური ,,ვიზიტორთა ცენტრი - ხორნაბუჯი - წმ. ელიას მთა" (10 პერსონაზე) - 60₾
• საფარიტური ,,ვიზიტორთა ცენტრი - ტახტი-თეფას ბუნების ძეგლი" (10 პერსონაზე) - 160₾
• საფარიტური ,,ვიზიტორთა ცენტრი - ვაშლოვანი - პანტიშარა - დათვის ხევი" (10 პერსონაზე) - 175₾
• საფარიტური ,,ვიზიტორთა ცენტრი - კაკლის ყურე - შავი მთა" (10 პერსონაზე) - 200₾
თუ გსურთ, ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ, საქართველოს ულამაზესი ბუნება ნახოთ და კიდევ ერთი თავგადასავალი შეიქმნათ, სალაშქრო ტურების მოწყობა ვაშლოვანის ეროვნულ პარკში შეგიძლიათ. აქ დაგხვდებათ 6 მარკირებული ბილიკი, ბუნგალოები და საპიკნიკე ადგილები.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 577 10 18 49
თუ თქვენ თავისუფალი დროის მშვიდ გარემოში გატარება გსურთ და სურვილი გაქვთ დააკვირდეთ საქართველოში მობინადრე, თუ გადამფრენ ფრინველებს, შეგიძლიათ ვაშლოვანის ეროვნული პარკს ეწვიოთ და ვიზიტორთა ცენტრში ჭოგრიტიც იქირაოთ.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 577 10 18 49
თუკი სპორტული თევზაობა გიყვარს, ვაშლოვანის ეროვნული პარკი შენ გელოდება! თევზის დაჭერა, მეგობრებთან ერთად დროის ბუნებაში გატარება მიჯნისყურის ტერიტორიაზე შეგიძლიათ.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 577 10 18 49
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა