ჭაჭუნას ეროვნული პარკი საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მდინარე ივრის ორივე ნაპირს 70 კმ-ის მანძილზე მიუყვება.
მრავალფეროვანი ფლორით, ტუგაის ტიპის ჭალის ტყით, არიდული ნათელი ტყეებით, ნახევარუდაბნოებითა და სტეპური მცენარეულობით საინტერესო ტერიტორია ვიზიტორებს სალაშქრო, საგანმანათლებლო და ფრინველებზე დაკვირვების ტურებს სთავაზობს. ტერიტორიაზე ასევე შესაძლებელია სპოტულ-სამოყვარულო თევზაობაც.
გაზაფხული
სამუშაო დღეები: 09:00 - 18:00
ზაფხული
სამუშაო დღეები: 09:00 - 18:00
შემოდგომა
სამუშაო დღეები: 09:00 - 18:00
ზამთარი
სამუშაო დღეები: 09:00 - 18:00
სტუდენტი და მოსწავლე
თუ გსურთ, ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ, საქართველოს ულამაზესი ბუნება ნახოთ და კიდევ ერთი თავგადასავალი შეიქმნათ, სალაშქრო ტურების მოწყობა ჭაჭუნას ეროვნულ პარკში შეგიძლიათ.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 577 10 18 49
თუკი სპორტული თევზაობა გიყვარს, ჭაჭუნას ეროვნული პარკი შენ გელოდება! თევზის დაჭერა, მეგობრებთან ერთად დროის ბუნებაში გატარება კარწახის ტბაზე შეგიძლიათ.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 577 10 18 49
თუ თქვენ თავისუფალი დროის მშვიდ გარემოში გატარება გსურთ და სურვილი გაქვთ დააკვირდეთ საქართველოში მობინადრე, თუ გადამფრენ ფრინველებს, ეროვნული პარკების ვიზიტორთა ცენტრებში ჭოგრიტის ქირაობასაც შეძლებთ და სპეციალურ კოშკურებსაც გამოიყენებთ.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდი - 577 10 18 49
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა