ჩემს გარშემო
გამოგვყევი

შავი კლდეების ტბა

3 დღე
42 კმ
მარშრუტი: ლაგოდეხის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი - შავი კლდეების ტბა
ღირსშესანიშნაობები: შავი კლდეების ტბა,ფართოფოთლოვანი ტყე,კავკასიონის ხედები,ალაზნის ველის ხედები
სეზონი:
გაზაფხული ზაფხული შემოდგომა
სირთულის დონე: რთული

დღე1

გამგზავრება ადმინისტრაციული ცენტრიდან ტურისტულ თავშესაფარ მეტეომდე

ბილიკი საქართველოში არსებული ბილიკებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა და გამოირჩევა ალაზნის ველისა და კავკასიონის მთების ულამაზესი ხედებით. ტური იწყება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან. 10-15 წუთ-ში გზად რცხილნარის უნიკალური კორომი შეგხვდებათ (ზ. დ. 400-600 მ.), რაც კავკასიაში საკმაოდ იშვიათობაა.

30-40 წთ-ში გადავკვეთ მდ. ,,ლაგოდეხის ხევს”. 20-30 წთ-ში შევდივართ ახალგაზრდა წმინდა რცხილნარში, რომელიც წიფლნარი ტყის ქარქცევის (1933) შედეგად წარმოიშვა. 15-30 წთ-ში შევხვდებით კახეთის ლოკალურ ენდემს - ,,მრგვალი წამალას“ რომელიც ადრე გაზაფხულზე ყვავის და როგორც იშვიათი სახეობა შეტანილია წითელ წიგნებში. 30 წთ-ში მივადგებით ქედის დასაწყისს, ხელუხლებელ წმინდა წიფლნარის კორომში. 1 სთ-ში ავდივართ სერზე ზ.დ. 1,300 მ. სიმაღლეზე და გაუყვებით ,,ქოჩალოს ქედს”, სადაც ჩრდილოეთის მხარეს შეგვიძლია ვიხილოთ წიფლნარის ტყე, ხოლო სამხრეთ აღმოსავლეთით შერეული, ფართო ფოთლოვანი ტყე. 2 სთ-ში აღმოჩნდებით სუბალპურ სარტყელში - მაღალმთის ნეკერჩხლის მეჩხერ კორომში. 1 სთ-ში იხილავთ ტურისტულ თავშესაფარს ,,მეტეოს”, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც განლაგებულია სპეციალურად მოწყობილი საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები.

დღე2

გადაადგილება ტურისტული თავშესაფრიდან ტბის მიმართულებით და ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში - ,,დემიდოვის ბინა“

მეორე დღეს გზას ვაგრძელებთ ქოჩალოს ქედზე. 1 სთ-ში ავდივართ ტყის ზედა საზღვარზე ალპურ ზონაში, საიდანაც ვიზიტორს ეძლევა შესაძლებლობა დააფიქსიროს იშვიათი ჩლიქოსანი ცხოველები კერძოდ: ირემი, არჩვი, ჯიხვი. ასევე ფრინველები როჭო, კავკასიური შურთხი, ბატკანძერი და სხვადასხვა არწივები. 1 სთ-ში ავდივართ უღელტეხილზე ე.წ. ,,დემიდოვის ნაშლებზე”, რომელიც ჯიხვების სამფლობელოდ არის ცნობილი. 1 სთ-ში აღმოვჩნდებით ალპურ მდელოებზე შედარებით ვაკე ადგილებზე, რომლებიც ჯიხვების საძოვრებს წარმოადგენენ. მომდევმო 40 წთ-ში შეგვხვდება გამყინვარების დროინდელი პატარ-პატარა ტბები და ჯადოსნური ბუნების მიერ მოქარგული ჭაობები. 30 წთ-ში ჩვენ წინ გადაიშლება შავი კლდეების ტბა, რომელიც მდებარეობს 2800 მზ.დ. 

ტბიდან გავაგრძელებთ ლაშქრობას სამხრეთ დასავლეთ მიმართულებით, 40 წუთში გავივლით 3 კილომეტრს და მოხვდებით ტურისტულ თავშესაფრ „დემიდოვის ბინაში“, ეს ბინა განთავსებულია გამორჩეულად ლამაზ ადგილას 2650 მეტრზე ზღვის დონიდან ალპურ მდელოზე. ბინიდან ახლოს გადასახედებია მდ. ლაგოდეხისხევის, მდ. შრომისხევის ხეობებზე, ასევე აქედან იშლება საუკეთესო ხედი ალაზნის ველზე და კავკასიონზე. გარეულ ცხოველების სანახავად ეს ადგილები გამორჩეულია ჯიხვების გარდა აქ ადვილი შესძლებელია ველურ ბუნებაში იხილოთ ირემი, მელა. დათვი, როჭო და შურთხი. მდინარეთა ხეობებში კი შთამბეჭდავი ნისლის „მიქცევ-მოქცევა“.

დღე3

გამგზავრება ტურისტული თავშესაფრიდან უკან ადმინისტრაციულ ცენტრში

გამგზავრება ტურისტული თავშესაფრიდან უკან ადმინისტრაციულ ცენტრში. გამგზავრება ტურისტული თავშესაფრიდან უკან, ადმინისტრაციულ ცენტრში. მანძილი - 15 კმ; (ტურისტული თავშესაფარი „დემიდოვის ბინა“ 2650 მ.ზ.დ. - ადმინისტრაციული ცენტრი 500 მ.ზ.დ);

უკვე დადგა დრო დავბრუნდეთ უკან ლაგოდეხში, ამ მონაკვეთზე ჩვენ გვიწევს გავიაროთ კუდიგორის ქედი, რომელი გამორჩეულია ხელუხლებელი უღრანი ტყით, ულამაზესი ხედებით. გზა თავქვე ეშვება. გზაზე შეგვხდება ლაგოდეხის და მლოკოსევიჩის იროდასალამი. ბუმბერაზი საუკუნოვანი წიფლები, ასწლოვანი ღვიის ბუჩქები. გზაზე ასევე მრავლად გვხდება მაყვალი, რომლის უგემრიელესი ნაყოფით შესაძლებელია პირის გასველება.

დაალოებით 6 სთ მგაზვრობის მერე თქვენ უკვე ლაგოდეხში ხართ, ცოტა ფიზიკურად დაღლილი, მზისგან დამწვარი მაგრამ თან მიგაქვთ ემოციებით და ბედნიერეთ სავსე ხურჯინი, ფოტოებით და ვიდეოებით სავსე მეხსიერების მატარებელი. თან მიგყვებათ ჩიტების ჭიკჭიკი, მდინარეების ხმაური და ჩანჩქერების ქუხილი. თქვენ კი გაცილებენ ჩვენი ტყის ბინადრები.

ვიზიტორებს საშუალება აქვთ ეს ბილიკი გაიარონ როგორც ფეხით ასევე ცხენებით, შეისვენონ სპეციალურად მოწყობილ საპიკნიკე ადგილებზე, ღამე გაათენონ კარვებში და იქირაონ შესაბამისი - აღჭურვილობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შავი კლდეების ტბა წარმოადგენს ბუნებრივ საზღვარს საქართველოს და დაღესტანს ანუ რუსეთის ფედერაციას შორის.

„შავი კლდეების ტბის ბილიკის“ ტურზე ვიზიტორის თვალწინ იცვლება ზღაპრული ბუნება 400-დან 3500 მ. სიმაღლემდე, ხოლო ფრთხილად სიარულის შემთხვევაში შესაძლებლობა ეძლევა შეხვდეს ცხოველთა სამყაროს იშვიათ წარმომადგენლებს. ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ გადაადგილდნენ ცხენებით, შეისვენონ სპეციალურად მოწყობილ საპიკნიკე ადგილებზე, ღამე გაათენონ კარვებში და იქირაონ შესაბამისი - აღჭურვილობააქვე უნდა აღინიშნოს, რომ შავი კლდეების ტბა წარმოადგენს ბუნებრივ საზღვარს საქართველოს და დაღესტანს ანუ რუსეთის ფედერაციას შორის.

აღმოაჩინე თავგადასავლები

კომენტარები

temur chuchuri

ცხენი გაფუჭდა გზაში

მოგონებები

მოგონებები
1
ყველას ნახვა

მსგავსი ტურები

როჭოს ჩანჩქერი

1 დღე
როჭოს ჩანჩქერი ფართოფოთლოვანი ტყე მდ. შრომის ხევი

ნინოსხევის ჩანჩქერი

1 დღე
ნინოსხევის ჩანჩქერი მდ. ნინოსხევი ფართოფოთლოვანი ტყე

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა