ჩემს გარშემო
გამოგვყევი

ნინოსხევის ჩანჩქერი

1 დღე
8 კმ
მარშრუტი: ტური იწყება გურგენიანის საინფორმაციო ცენტრიდან და საცალფეხო ბილიკით მიემართება მდინარე ნინოსხევის პარალელურად
ღირსშესანიშნაობები: ნინოსხევის ჩანჩქერი,მდ. ნინოსხევი,ფართოფოთლოვანი ტყე
სეზონი:
გაზაფხული ზაფხული შემოდგომა
სირთულის დონე: საშუალო

დღე1

ტური იწყება გურგენიანის საინფორმაციო ცენტრიდან და საცალფეხო ბილიკით მიემართება მდინარე ნინოსხევის პარალელურად.

მდინარის ხმაური, პატარ-პატარა წყალვარდნილები, უზარმაზარი ლოდები, ხეობაში მოხეტიალე სასიამოვნო სიო ერთობ სახალისოს და სათავგადასავლოს გახდის თქვენს მოგზაურობას. რამდენიმე ნაბიჯი და თქვენს თვალწინ გადაიშლება ჯადოსნური სანახაობა - 40 მეტრიანი, საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესი ,,ნინოს ხევის“ ჩანჩქერი, რომლის ხმაურიც იპყრობს არემარეს და სადღაც უცნაურ სამყაროში, თითქოს ახალ განზომილებაში გადაყავს მნახველი. გზად გვეძლევა შესაძლებლობა შევხვდეთ იშვიათ რელიქტურ მცენარეებს, კერძოდ: ლაგოდეხის ნაღველას, ლაგოდეხის თეთრყვავილას, იულიას ფურუსულას, ჯონჯოლს, ლაფანს, წაბლს, ქართულ მუხას და სხვა.

ასევე შესაძლებელია შეხვედრა შველთან, ირემთან, გარეულ ღორსა და მტაცებელ ფრინველებთან.

აღმოაჩინე თავგადასავლები

კომენტარები

მოგონებები

მოგონებები
1
ყველას ნახვა

მსგავსი ტურები

როჭოს ჩანჩქერი

1 დღე
როჭოს ჩანჩქერი ფართოფოთლოვანი ტყე მდ. შრომის ხევი

შავი კლდეების ტბა

3 დღე
შავი კლდეების ტბა ფართოფოთლოვანი ტყე კავკასიონის ხედები ალაზნის ველის ხედები

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა