ჯავახეთის ეროვნულ პარკში ფლორის უნიკალური სახეობების დათვალიერება და მის გამორჩეული წარმომადგენლების გაცნობაა შესაძლებელი. ტბების მიმდებარედ შესაძლებელია დაგეგმოთ 7 სხვადასხვა ტიპის საფეხმავლო, საავტომობილო, ველო და საცხენოსნო ტური.
ეროვნულ პარკში 140 სახეობის მობუდარი თუ გადამფრენი ფრინველი შეგხვდებათ. ჯავახეთის ეროვნული პარკი საქართველოში ერთადერთი დაცული ტერიტორიაა, სადაც სეირნობისას შესაძლოა ფლამინგოებს გადაეყაროთ.
ჯავახეთის პლატოზე ბევრი ტბაა, მათ შორის საქართველოს ყველაზე დიდი - ფარავნის ტბა. ჯავახეთის ზეგანი საქართველოს დასახლებათა შორის ყველაზე ცივი ადგილია. ზამთრობით ჯავახეთის ტბები ხანგრძლივი დროით იყინება.
ჯავახეთის 7 სალაშქრო, საცხენოსნო და ველო მარშრუტზე ფრინველებზე დაკვირვებისათვის საგანგებოდ მოწყობილი კოშკურებიდან, წელიწადის სხვადასხვა დროს, 140 სახეობის მობუდარი თუ გადამფრენი ფრინველის ნახვაა შესაძლებელი. თევზის სხვადასხვა სახეობებით მდიდარი ტბები კი იდეალურია სამოყვარულო თევზაობისთვის.
გაზაფხული
მაისიდან სექტემბრის ჩათვლით - 10:00-18:00
აპრილი, ოქტომბერი - 10:00-17:30
სამუშაო დღეები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა
ზაფხული
მაისიდან სექტემბრის ჩათვლით - 10:00-18:00
აპრილი, ოქტომბერი - 10:00-17:30
სამუშაო დღეები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა
შემოდგომა
ნოემბრიდან მარტის ჩათვლით - 10:00-17:00
სამუშაო დღეები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა
ზამთარი
ნოემბრიდან მარტის ჩათვლით - 10:00-17:00
სამუშაო დღეები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა
ზრდასრული
ზრდასრული - 9 ლარი;
ნავით გასეირნება - 1 ადამიანი - 13 ლარი;
სტუდენტი და მოსწავლე
სტუდენტი და სკოლის მოსწავლე - 5 ლარი;
• სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის - 15 ლარი;
• ნავით გასეირნება - 1 ადამიანი - 13 ლარი;
თუ თქვენ თავისუფალი დროის მშვიდ გარემოში გატარება გსურთ და სურვილი გაქვთ დააკვირდეთ საქართველოში მობინადრე, თუ გადამფრენ ფრინველებს, ეროვნული პარკების ვიზიტორთა ცენტრებში ჭოგრიტის ქირაობასაც შეძლებთ და სპეციალურ კოშკურებსაც გამოიყენებთ.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდი - 577 64 04 82
მათთვის ვისაც სალაშქროდ სიარული ველოსიპედით უყვართ, ჯავახეთის ეროვნულ პარკში ველო ბილიკებია მოწყობილი. იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი ველოსიპედი არ გყავთ, ტრანსპორტის ქირაობა ვიზიტორთა ცენტრშია შესაძლებელი.
1 დღით ქირაობა - 25 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 20 ლარი
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 577 64 04 82
თუ გსურთ, ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ, საქართველოს ულამაზესი ბუნება ნახოთ და კიდევ ერთი თავგადასავალი შეიქმნათ, სალაშქრო ტურების მოწყობა ჯავახეთის ეროვნულ პარკში შეგიძლიათ.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 577 64 04 82
თუკი სპორტული თევზაობა გიყვარს, ჯავახეთის ეროვნული პარკი შენ გელოდება! თევზის დაჭერა, მეგობრებთან ერთად დროის ბუნებაში გატარება კარწახის ტბაზე შეგიძლიათ.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 577 64 04 82
ზამთარში ჯავახეთის ეროვნულ პარკში თოვლის ფეხსაცმელების ბილიკები გელით. თოვლის ფეხსაცმელების ქირაობა შესაძლებელია ჯავახეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში.
1 დღით ქირაობის ფასი - 15 ლარი; ყოველი დამატებითი დღე - 10 ლარი
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდი - 577 64 04 82
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა
temur chuchuri
ddsdfsd