მარშრუტი იწყება სოფ. პატარა ხანჩალიდან (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი) და მთავრდება ხანჩალის ტბის დამბის მარცხენა მხარეს.
ბილიკი მიუყვება ტბის სანაპიროს, ზღვის დონიდან 1920 მ-ის სიმაღლეზე. მრავალი გადაშენების პირას მყოფი ფრინველი იყენებს ამ ტბას დასაბუდებლად გამრავლების პერიოდში ან მიგრაციის დროს. ტბის ჩრდილო-დასავლეთიდან გაედინება მდ. აგრიჩაი, რომელიც უერთდება მდ. ფარავანს. აქ დაშვებულია სპორტულ-სამოყვარულო თევზაობა.
ხანჩალის ტბიდან შესაძლებელია სამხრეთის მიმართულებით, ”ვეფხვის კანიონის” მარშრუტზე გადასვლა.
ბილიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 577 64 04 82
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა