მარშრუტი იწყება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. გორელოვკას ცენტრიდან, მიუყვება ზღვის დონიდან 2040 მ-ის სიმაღლეზე მდებარე ბუღდაშენის ტბის ნაპირებს და მიემართება ფრინველებზე დაკვირვების კოშკურისკენ. უკან ბრუნდება იგივე მარშრუტით.
ტბის სამხრეთ ნაწილში ტერიტორია ძირითადად დაჭაობებულია. გარემო გამოირჩევა გადამფრენი ფრინველების სიმრავლითა და ხელუხლებელი სანაპიროთი. აქ მოწყობილია საპიკნიკე ადგილი და ფრინველებზე სათვალთვალო კოშკი და დაშვებულია სპორტულ-სამოყვარულო თევზაობა.
ბილიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 577 64 04 82
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა