მარშრუტი იწყება მადათაფის ტბის მოპირდაპირე მხარეს სოფ. სამებაში, მიემართება ტბის აღმოსავლეთ კონცხისაკენ, საიდანაც უხვევს აღმოსავლეთით და მწყემსების გასაჩერებელი ადგილის გავლით, ადის პლატოზე (ზღ. დ. 2300 მ.). უკან ბრუნდება იგივე მარშრუტით.
მთა მადათაფა ვულკანური წარმოშობის კონუსური მთაა (2714 მ.), საიდანაც იშლება ჯავახეთის პლატოსა და სამსარის ქედის თვალწარმტაცი პანორამა. მთის მწვერვალზე შეინიშნება წრიული მეგალითური ნაგებობის კვალი.
ბილიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 577 64 04 82
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა