ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ. საქართველოს გამორჩეული ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცულ ტერიტორიებზე თქვენ გელით უამრავი თავგადასავალი და დაუვიწყარი მოგონებები.
თუ გსურთ, ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ, საქართველოს ულამაზესი ბუნება ნახოთ და კიდევ ერთი თავგადასავალი შეიქმნათ, სალაშქრო ტურების მოწყობა ეროვნულ პარკებში შეგიძლიათ. აქ დაგხვდებათ მარკირებული ბილიკები, ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ადგილები.
ეროვნულ პარკებში წარმოდგენილია სხვადასხვა სირთულის, რელიეფისა და სანახაობის მქონე ბილიკები. დაათვალიერეთ და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ბილიკი.
თუ გსურთ, რომ მოგზაურობა ერთგვარი სპორტული ჟინით, აზარტითა და ექსტრემით გაამდიდროთ, ზიპ-ლაინის სერვისით უნდა ისარგებლოთ.
მათთვის ვისაც ტბაზე ან მდინარეზე გასეირნება გსურთ ეროვნულ პარკებში სანაოსნო ტურები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელოდებათ.
ეროვნულ პარკებში სანაოსნო ტურების ფართო არჩევანია, შეგიძლიათ ისარგებლოთ პონტონის, კაიაკის, კატერისა და ნიჩბიანი ნავის ტურებით.
მათთვის ვისაც სალაშქროდ სიარული ველოსიპედით უყვართ, ეროვნულ პარკებში ველო ბილიკებია მოწყობილი. იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი ველოსიპედი არ გყავთ, ტრანსპორტის ადგილზე ქირაობაცაა შესაძლებელი.
აირჩიეთ თქვენთვის სასურველი სირთულისა და დისტანციის ველო-ბილიკი.
თუ თქვენ თავისუფალი დროის მშვიდ გარემოში გატარება გსურთ და სურვილი გაქვთ დააკვირდეთ საქართველოში მობინადრე, თუ გადამფრენ ფრინველებს, ეროვნული პარკების ვიზიტორთა ცენტრებში ჭოგრიტის ქირაობასაც შეძლებთ და სპეციალურ კოშკურებსაც გამოიყენებთ.
ჯირითის მოყვარულებს, დაუვიწყარი თავგადასავლისთვის ეროვნულ პარკებში საცხენოსნო ტურები გელოდებათ.
თუ გსურთ მოხვდეთ ზღაპრულ და განსხვავებულ გარემოში, იმერეთის მღვიმეებში სპელეო ტური უნდა დაგეგმოთ! მღვიმეებში სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების გასაოცარი ნაღვენთი ფორმები კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ ბუნების უსაზღვრო შესაძლებლობებში.
თუკი სპორტული თევზაობა გიყვარს, ეროვნული პარკები შენ გელოდება! თევზის დაჭერა, მეგობრებთან ერთად დროის ბუნებაში გატარება რამდენიმე ეროვნულ პარკში შეგიძლია.
ეროვნულ
პარკებში ყვინთვის სერვისით სარგებლობისას წყალქვეშა სამყაროს გაცნობის შესაძლებლობა აქვთ.
აღმოაჩინეთ წყალქვეშა კანიონი და მღვიმის სიფონები!
გაითვალისწინეთ,
სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელია წინასწარი ჯავშანი.
ზამთრის პერიოდში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში თოვლის ფეხსაცმელების ერთდღიანი და ორდღიანი ბილიკები გელის. თოვლის ფეხსაცმელების ქირაობა შესაძლებელია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში.
„თოკების პარკი“ წარმოადგენს ეკო-საგანმანათლებლო ატრაქციას და გარემოში არსებულ შემეცნებით გასართობ ადგილს. ეკოტურისტული ობიექტი გათვლილია სხვადასხვა სეგმენტის ვიზიტორზე.
ეს არის სუფთა, ხელშეუხებელი ბუნება…
თუმცა მტირალას ეროვნული პარკი მხოლოდ და მხოლოდ 40 კმ-ის დაცილებით არის ბათუმიდან. “ჩვენ გაგვიმართლა, რომ მზიანი ამინდი დაგვხვდა: ეს აჭარული ეროვნული პარკი, მტირალა, საქართველოში ყველაზე წვიმიან ადგილად ითვლება.”თქვა ევრონიუსის ჟურნალისტმა დენის ლოქტიერმა (Denis Loctier), როდესაც მან გამოცადა მაღლობზე მდებარე თავბრუდამხვევი ბილიკი. ამ მაღალი ტენიანობის ადგილას, ჰაერი სუფთაა და ყვავილების და მცენარეების სურნელი იგრძნობა.
ეს არის რეგიონის ფლორის და ფაუნის დაცული ტერიტორია სადაც თავს იყრის იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ენდემური სახეობები. ამ მთის სახელი ითარგმნება, როგორც მტირალას მთა, ას ადგილი ღრუბლებსა და ბურუსშია გახვეული, და ზუსტად აქედან წარმოიშვა ეს სახელი” აგვიხსნა პარკის გიდმა (ვიზიტორთა სპეციალისტმა) ზია კოცელიძემ. ზღვის დონიდან 1,500 მეტრზე, მტირალას ბილიკები შესანიშნავია საფეხმავლო ფრინველებზე დაკვირვებისა დასათავგადასავლო ტურებისთვის.
ქართული თავგადასავლები გრძლედება ქვეყნის დასავლეთ ნაწილში სოფელი გორდის მახლობლად ოკაცეს კანიონში.
“ეს ადგილი მდებარეობს ქუთაისთან ახლოს და ცნობილია მისი ღრმა კანიონებით, ტყის ტბებით, და სხვა განსაცვიფრებელი ბუნების ატრაქციებით.”
თქვა
ევრონიუსის
ჟურნალისტმა
დენის
ლოქტიერმა
(Denis Loctier), როდესაც მან გამოცადა მაღლობზე მდებარე თავბრუდამხვევი ბილიკი.
800 მეტრიან საფეხმავლო ბილიკს ყოველწლიურად 150,000 ტურისტი სტუმრობს და სამომაავლოდ
იგეგმება
ტურისტული
ნაკადების
ზრდა
გამჭვირვალე
იატაკის
გაკეთებით!
“კანიონზე გავლის მღელვარება ბევრ სტუმარს იზიდავს” თქვა ოკაცეს კანიონის დირექტორმა ზაზა გაგუამ.
“ეს არის ერთადერთი ადგილი საქართველოში სადაც ეს ნამდვილად იგრძნობა და ამიტომ ხშირად ხალხს იმდენად იბყრობს მღელვარება რომ ზოგი უკან ბურნდება!”
და თუ თქვენ ნამდვილად ხართ ექსტრემის მოყვარული, თქვენი თავი შეგიძლიათ შეამოწმოთ და თოკით დაეშვათ საქართველოს ყველაზე მაღალ ჩანჩქერზე სადაც შეიგრძნობთ მთის წყლის გამაგრილებელ ეფექტს.
1. მოგზაურობა ლაგოდეხის ეროვნულ პარკში შავი კლდეების ტბისკენ
საუკეთესოა: ბუნების მოყვარულთათვის
საქართველოში არსებული ბევრი საფეხმავლო ბილიკი სავსეა გეოლოგიური აღმოჩენებით და შთამბეჭდავი ხედებით, მაგრამ რელიეფის წყალობით მხოლოდ რამოდენიმე ცხოველის ნახვაა შესაძლებელი. თუ თქვენ გიზიდავთ ველური ცოცხალი ბუნება აღნიშნულ ტერიტორიაზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ წითელი ირემი, ევრაზიული ფოცხვერი, არჩვი და ყავისფერი დათვი, ასევე ტერიტორიაზე შეიძლება ნახოთ არწივის რამოდენიმე სახეობას.
ლაგოდეხის ეროვნული პარკი საქართველოში უძველეს დაცულ ტერიტორიას წარმოადგენს და მას ბუნბის მოყვარულთა სამოთხე შეიძლება ეწოდოს. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე არის ყინულოვანი „შავი კლდეების ტბა“ , ჩანჩქერები, დაცული ტყეები და აყვავებული ხეობები. ყინულოვანი ტბის სანახავად საჭიროა სამ დღიანი ლასქრობა, თუმცა ტერიტორია ვიზიტორს სხვა შედარებით უფრო მოკლევადიან ლაშქორბებსაც სთავაზობს მაგალითად ნინოსხევის ან „დიდი“ ჩანჩქერის და სხვა ულამაზეს ბილიკებს.
2. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნიკოლოზ რომანოვის სახლობის ბილიკი
საუკეთესოა: სიმწვანისთვის
საქართველოს გულში მდებარე ეროვნული პარკის ტერიტორიას გააჩნია 11 ტურისტული მარშუტი, რომელიც განსხვავდება სირთულეების ხარისხით. ნიკოლოზ რომანოვის სახელობის ბილიკი კი შეიძლება ითქვას რომ პარკის ტერიტორიის გასაცნობად იდეალურია (რადგან იგი კვეთს მთელ პარკს). ბილიკის ბოლომდე გასავლელად საჭიროა სამი დღე. ასევე შესაძლებელია ბილიკის ნახევრის ცხენით გავლა და თუ გაგიმართლად გზად შეიძლება იხილოთ ის იშვიათი ჯიშის ცხოველები რომელნიც პარკის ტერიტორიაზე ბინადრობენ.
3. პირიქითის უღელტეხილის
გადაკვეთა (თუშეთის რეგიონი):
საუკეთესო: ადგილობრივი ცხოვრების წესის გასაცნობათ
თუშეთის რეგიონის მწვერვალები და ულამაზეს ხეობები, რომელიც გვთავაზობს შთამბეჭდავ მოგზაურობას ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ დაცულ ტერიტორიაზე. მოგზაურობის დაწყება შეიძლება სოფელ ომალოში, საიდანაც გაივლით ულამაზეს ლანდშაპტს, მთის სოფლის დართლოსკენ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია თუშეთის რეგიონში, შემდეგ კი ჭეშო და ფარსმა. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა გზათ დარჩეთ საოჯახო სასტუმროებში, და მხოლოდ ამ ხეობაში გაატაროთ რამოდენიმე დღე. თუ გადაწყვეტთ მოგზაურობის გაგრძელებას აღმოაჩენთ მიტოვებულ სოფელ დადიკურთას და გადაკვეთავთ საფეხმავლო ბილიკს, რომელიც გადის მდინარის ხეობაზე, სავსეა უფრო მეტი მიტოვებული სოფელით და ბოლოს დაბრუნდებით ისევ ომალოში. ასევე შეგიძლიათ გააგრძელოთ მოგზაურობა სოფელი ფარმადან აწუნთის ქედისკენ. როდესაც გადაივლით ამ ქედს აღმოჩნდებით ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მაღალ მთიან რეგიონში - ხევსურეთში.
4. გასეირნება თრუსოს ხეობაში
საუკეთესოა: შედარებით მსუბუქი
დღის მოგზაურობისთვის, ხედებისთვის, ბუნებისთვის
ეს მშვიდი ფეხით მოგზაურობა გამოგზაურებთ ნახევრად უდაბურ ხეობაში. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, ულამაზესი ხეობა, მათ შორის შესანიშნავი ტრავერტინების ფორმირებები და დატკბეთ ტერიტორიის ისტორიით, რადგან ბილიკი გაივლის უძველეს კოშკებს დამიტოვებულ დასახლებებს. თუმცა სამწუხაროდ მთლიანი ხეობის დათვალიერება შეუძლებელია და ბილიკის ბოლო წერტილი ზაქარგორის ციხესიმაგრესთან არის. თუმცა ქვემო ოქროყანიდან ზაქარგორამდე და შემდეგ უკან 6 საათიან ლაშქრობას საჭიროებს.
5. ლაშქრობა ჭაუხის უღელტეხილისკენ
საუკეთესოა: ქვიანი რელიეფით და ულამაზესი ტბებით
ზომიერი სიძნელის ბილიკი კვეთს ტერიტორიას რომელიც ხშირად მოიხსენიება, როგორც „ქართულ დოლომიტებს“ და აკავშირებს ერძთმანეთთან ორ რეგიონს. თქვენ შეგიძლიათ დაგეგმოთ ერთ დღიანი მოგზაურობა ჯუთადან როშკას მიმართულებით. თუ გნებავთ გაიხანგრძლიოთ მოგზაურობა როშკაში შესაძლებელია ღამის თევით გაჩერებაც. მოგზაურობის მთავარი ღირსშესანიშნაობა არის აბუდალაურის ალპური ტბები, რომელიც ჭაუხის უღელტეხილის შორეული მხარეა და მდებარეობს 3431 მ. სიმაღლეზე რაც ნამდვილად ღირს სანახავად. უღელტეხილი იდეალური ადგილია შესასვენებლად და საპიკინკედ. ადგილის სიმაღლის გამო ვიზიტის პერიოდი შეზღუდულია და შესაძლებელია მხოლოდ ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით.
მარიკა ბაკურაძე:
თუ ახლა ამ ტექსტის გვერდით წყლის ფოტოს ხედავთ, წყალი არ გიყვართ და ჟურნალის სხვა გვერდზე გადაშლას აპირებთ, გირჩევთ.. არა, არაფერსაც არ გირჩევთ, უბრალოდ ჩემს ამბავს გეტყვით და მერე თქვენ გადაწყვიტეთ, მოინდომებთ თუ არა მსგავს თავგადასავალში გაეხვეთ.
მე ვარ ადამიანი, რომელიც ცივ წყალს ახლოსაც კი არ ეკარება, რომელმაც ცურვა არ იცის, და რომელსაც პანიკური შიში ეწყება წყლის წვეთების ოდნავ შესხმაზეც კი. მარტვილის კანიონი კი არის ადგილი, რომელიც ჩემნაირ ადამიანებსაც კი იზიდავს. ახლა, ალბათ, ფიქრობთ: „მერე რა, მარტვილში ჩავალ, სამაშველო ჟილეტს ჩავიცვამ. ნავიც უსაფრთხოა, ინსტრუქტორთან ერთად ვისეირნებ. სადაა აქ წყალი და შიში?..“
სად არის და, მარტვილის კანიონიდან 400 მეტრში, იქვე, სულ ახლოს, სადაც ექსტრემალური თავგადასავალი იწყება. სადაც შეგიძლიათ კანიონის სიღრმეში ჩაყვინთოთ, რეალობას მოწყდეთ და ენით აუწერელი სილამაზე ნახოთ. ჯერ იყო ფოტო, რომელიც ვნახე. წყლის ქვეშ გადაღებული ფოტო, რომელმაც მიბიძგა, სიგიჟე ჩამედინა და ჩემი შიშის მიუხედავად, წყალში ჩამეყვინთა.
შემდეგ იყვნენ ინსტრუქტორები – საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე ქართველი მყვინთავები, რომლებიც დამპირდნენ, ქალთევზასავით იგრძნობ თავსო. მეც უსიტყვოდ ვენდე, წყლის სათვალე მოვირგე, ერთი ღრმად ჩავისუნთქე და ბედს მივენდე. წყალში ჩავედი და ამოსვლაც აღარ მინდოდა.
იქ ყველაფერი ბუნებრივი, მარადიული, სიმეტრიული, დაუჯერებელი და ჯადოსნურია. იცით, როგორი? ბავშვობაში, ტელევიზორში კუსტოს გადაცემებს რომ გვაჩვენებდნენ, კაცი წყალქვეშა სამყაროში რომ დაცურავდა და ჩვენ რომ გვეგონა, ამ რეალობას ვერასოდეს ვნახავდით. კიდევ იცით, როგორია? რომ მოგანდომებს წყლის ყურსასმენები გაიკეთო, სირინოზების ხმები ჩაირთო, იქაურ სიმშვიდეს შეერწყა და აღარასოდეს ამოყვინთო. მოკლედ რომ გითხრათ, მე ეს შევძელი, თანაც – სექტემბრის ბოლოს, საკმაო სიცივეში, წყალში, რომელსაც მზე არ ემხრობა დღის არცერთ მონაკვეთში.
და ვინც ამას კითხულობთ და ხვდებით, რომ ჩემნაირმა გამოუცდელმა, სუსტმა, წყლის მოძულემ, ასეთ ცივ წყალში მოვახერხე ამ ყველაფრის გადატანა და ასეთი ბედნიერი ვარ, ალბათ, იმასაც მიხვდებით – ზაფხულში, სიცხეში, ექსტრემალური თავგადასავლისა და ცურვის მოყვარულ ხალხს რა სიამოვნება ელის მარტვილში. მარტვილის კანიონის უკიდეგანო სიღრმეში.
Alex biganashvili
National Parks of Georgia
ჩემი მოგზაურობის მოგონებებიდან, სიამოვნებით გაგიზიარებთ თრუსოს ხეობაში გატარებულ შთაბეჭდილებებს
თრუსოს ხეობა იშვიათი, ეგზოტიკური სილამაზით გამოირჩევა. ყოველ ფეხის ნაბიჯზე გხვდება ულამაზესი კოშკები, ხავსიანი ნასახლარები და საყდრები. მზის შუქზე ოქროსფრად ელვარებს მდელოები, გრძნობ ბობოქარი თერგის ხმას და ტკბები მთების ყურებით
გული ყოველთვის იქ მიმიწევს, სადაც სიმწვანე, ფერადი გარემო, ულამაზესი ხედები, თავისუფლება და ველური ბუნებაა.
ხეობაში ფეხით გასავლელი მანძილი საშუალო სირთულისაა, ამიტომ ნუ შეშინდებით, წინ ყველაზე დიდი სილამაზე და სიამოვნება გელოდებათ
From my memories in National Parks of Georgia, I will be happy to share my impressions of Truso Valley
Truso Valley is characterized by rare, exotic beauty. At every step, you will find beautiful towers, mossy settlements and cathedrals. In the sunlight, the meadows glow golden, you can hear the sound of Tergi and enjoy watching the mountains
My heart is always there, where there is greenery, colourful environment, beautiful views, freedom and wildlife.
Walking distance in the valley is of medium difficulty, so do not be afraid, the greatest beauty and pleasure awaits you ahead
National Parks of Georgia
მტირალას ეროვნულ პარკში, წელიწადის ყველა სეზონზე, 10-ჯერ მაინც ვიქნები ნამყოფი. ეს ადგილი, ყოველ ჯერზე, შთაბეჭდილებებით მავსებს და უკან დაბრუნებულს კვლავ მისკენ მიხმობს
ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ვიზიტი, გაზაფხულის, თოვლიან მტირალაზე ველოსიპედებით ასვლა იყო
თავშესაფრიდან რამდენიმე წუთის დაშვებული ვიყავი, უკანა მუხრუჭი რომ გამოვიდა მწყობრიდან. საკმაოდ ექსტრემალური აღმოჩნდა დაღმართებში წინა მუხრუჭით დაშვება
შემდეგი ვიზიტი ისევ ველოსიპედებით მაქვს დაგეგმილი, ამჯერად შეყვარებულთან ერთად
From June 15, all National Parks and Protected Areas of Georgia will start receiving visitors.
Travelling in national parks is full of impressive memories, so we are sharing memories of one of our visitors:
"I have visited Mtirala National Park at least 10 times in all seasons of the year. This place, each time, fills me with impressions and calls me back to visit it again
One of the most memorable visits was a spring ride with a bicycle to snowy Mtirala
I was a few minutes out of the shelter when the rare brake went out of order. It was quite extreme to use the previous brakes on the descents
My next visit is planned by bicycle, this time I'll be with my girlfriend
National Parks of Georgia
მარტვილის კანიონის გასაოცარი ბუნება ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა
ერთი წლის წინ, მეგობრები, ზღვიდან თბილისისკენ მოვდიოდით, როცა ამ ულამაზესი ადგილის მონახულება და დაღლილი განწყობის სიმშვიდით შევსება გადავწყვიტეთ
დადიანების ისტორიული საფეხმავლო ბილიკის გავლისას ირგვლივ ბუნების ყველა დეტალს ვაკვირდებოდით, შემდეგ ნავით სეირნობისას კანიონის მთის ხედებით ვტკბებოდით
გულწრფელი რომ ვიყო, ნანახმა მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა, მაშინ მივხვდი, რომ ეს ის ზღაპრული ადგილია, რომელიც აუცილებლად ყველამ უნდა ნახოს.
From June 15, all National Parks and Protected Areas of Georgia will start receiving visitors.
Travelling in national parks is full of impressive memories, so we are sharing memories of one of our visitors:
"The amazing nature of the Martvili Canyon is a real discovery for me
One year ago, we were coming from the sea to Tbilisi when we decided to visit this beautiful place and fill the tired mood with calmness
When we passed the historic Dadiani hiking trail, we observed all the details of nature around us, and then enjoyed the views of the canyon's mountain while walking by boat.
To be honest, what I saw really exceeded my expectations, then I realized that this is a fabulous place that everyone should definitely see.
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა