მათთვის ვისაც ტბაზე ან მდინარეზე გასეირნება გსურთ, კოლხეთის ეროვნულ პარკში სანაოსნო ტურები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელოდებათ.
ისარგებლეთ სხვადასხვა ტიპის სანაოსნო ტურით:
- პონტონი
- კაიაკი
- კატერი
სერვისის სარგებლობისთვის აუცილებელია წინასწარი ჯავშანი.
დასაჯავშნად დაგვიკავშირდით - 591 96 87 85
სპორტული თევზაობა დასაშვებია კოლხეთის ეროვნული პარკის ტურისტულ მარშრუტებზე:
- პალიასტომის ტბა
- მდ. ფიჩორის ხეობა (ტურისტულ მარშრუტზე)
- მდ. ჭურია (ტურისტულ მარშრუტზე)
- ოქროს ტბა - სადაც, ვიზიტორს ეთმობა 3 პირსი, აქედან 2 ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით -
თუ თქვენ თავისუფალი დროის მშვიდ გარემოში გატარება გსურთ და სურვილი გაქვთ დააკვირდეთ საქართველოში მობინადრე, თუ გადამფრენ ფრინველებს, კოლხეთის ეროვნული პარკების ვიზიტორთა ცენტრებში ჭოგრიტის ქირაობასაც შეძლებთ და სპეციალურ კოშკურებსაც გამოიყენებთ.
- ფრინველებზე დაკვირვებისათვის საუკეთესო პერიოდია ადრეული გაზაფხული და გვიანი შემოდგომა
- მტაცებელი ფრინველების მიგრაცია
- გაზაფხული (მარტის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე)/ ადრეული შემოდგომა
(აგვისტოს შუა რიცხვებიდან, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე)
- მოზამთრე
ფრინველები - ზამთარი
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით -
National Parks of Georgia
კოლხეთის ეროვნულ პარკში, პალიასტომის ტბის გასწვრივ, მზე ყველაზე ლამაზად ჩადის![]()
![]()
![]()
წყალი, ცა, ბუნება და ფრინველები ერთად ზღაპრულ სამყაროს ქმნიან. იქედან დაბრუნებულს კი, ყოველ დღე გეფიქრება - როდის ნახავ ისევ ამ სილამაზეს?!![]()
![]()
რეინჯერმა, ჯემალი ბაბუმ, კოლხეთის ეროვნულ პარკში ბევრისთვის უცნობი, ფერადი ხედები გვიჩვენა და ჩვენი მოგზაურობა ბედნიერი წუთებით შეავსო ![]()
![]()
In Kolkheti National Park, along with Paliastomi Lake, the Sunsets are the most beautiful ![]()
![]()
![]()
Water, sky, nature and birds together create a fabulous world. Coming back from there you think every day - when will you see this beauty again ?!![]()
![]()
Ranger, Jemali, showed us colourful, unfamiliar views of Kolkheti National Park and filled our journey with happy moments.![]()
![]()
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა