მათთვის ვისაც სურს აღმოაჩინოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ველოსიპედით, აქ სხვადასხვა სირთულის, რამდენიმე ველო ბილიკია. იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი ველოსიპედი არ გყავთ, სამთო ველოსიპედის ქირაობა ვიზიტორთა ცენტრშია შესაძლებელი.
1 დღით ქირაობა - 35 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 25 ლარი
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ეროვნულ პარკში შესვლამდე!
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - +995 599 747 919
ზამთარში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი განსაკუთრებით ლამაზია. ეროვნულ პარკში თოვლის ფეხსაცმელების ერთდღიანი და ორდღიანი ბილიკები გელით. თოვლის ფეხსაცმელების ქირაობა შესაძლებელია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში.
1 დღით ქირაობის ფასი - 15 ლარი; ყოველი დამატებითი დღე - 10 ლარი
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ეროვნულ პარკში შესვლამდე!
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 599 747 919
თუ გსურთ, ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ, საქართველოს ულამაზესი ბუნება ნახოთ და კიდევ ერთი თავგადასავალი შეიქმნათ, სალაშქრო ტურების მოწყობა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ.
აქ დაგხვდებათ სხვადასხვა სირთულის 12 ტურისტული ბილიკი. სალაშქრო აღჭურვილობის ქირაობას ვიზიტორთა ცენტრში შეძლებთ.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ეროვნულ პარკში შესვლამდე!
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 599 747 919
ჯირითის მოყვარულებს, დაუვიწყარი თავგადასავლისთვის ბორჯომ-ხარაგაულის
ეროვნულ პარკში საცხენოსნო ტურები გელოდებათ.
ცხენების ქირაობა შესაძლებელია ლიკანსა და აწყურში, ადგილობრივი მოსახლეობისგან.
საკონტაქტო პირები:
- ჯემალ ღონღაძე (ლიკანში), ტელ: 591 81 90 39
1 დღით ქირაობა - 60 ლარი (გამყოლით)
1 საათით ქირაობა - 30 ლარი (გამყოლით)
- ნუგზარ აიწურაძე (აწყურში), ტელ: 577 10 18 28
1 დღიანი ტური - 80 ლარი (+30 ლარი გამყოლისათვის) ტურის ფასში შესულია ლანჩი
1,5 - 2 საათიანი ტური - 60 ლარი (+40 ლარი გამყოლისათვის) ტურის ფასში შესულია ლანჩი
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ეროვნულ პარკში შესვლამდე!
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 599 747 919
National Parks of Georgia
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის 14 კილომეტრიანი დათოვლილი ბილიკი აღმოჩნდა, ჩემი პირველი სალაშქრო თავგადასავალი
დაუვიწყარი ემოციებით მახსენდება ლომის მთისკენ მიმავალი მონაკვეთი, პირველი „ბოღმა აღმართი“ და მთიდან დანახული ხარაგაულის, ბორჯომისა და კავკასიონის
თვალწარმტაცი პანორამული ხედები.
მეგობრებთან ერთად, -12 გრადუსში, ხის კოტეჯში გატარებული დღეები ჩემთვის, მართლაც დაუვიწყარია.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულმა პარკმა სურვილი გამიღვიძა, რომ ყოველ სეზონზე ვიყო იქაურობის ერთგული მეგობარი.
14-kilometre snowy trail in Borgom-Kharagauli National Park turned out to be my first hiking adventure
With unforgettable emotions, I remember the path leading to the Lion Mountain, the first scent and spectacular panoramic views of Kharagauli, Borjomi and Caucasus mountains.
The days spent with friends, at -12 degrees, in a wooden cottage are truly unforgettable.
Borjomi-Kharagauli National Park emerged my desire to be a loyal friend of the place every season.
National Parks of Georgia
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ჩემთვის სიყვარულის და ბედნიერების ადგილია
ჩემს მეგობარს, შეყვარებულისთვის ხელის თხოვნის ორგანიზებაში უნდა დავხმარებოდი. მთელი გზა, ჩითახევის თავშესაფრამდე, ფიქრში გავატარე
აქაურმა გარემომ და ულამაზესმა ხედებმა ხელის თხოვნა, კიდევ უფრო განსაკუთრებული და ემოციური გახადა
წყვილის ბედნიერებამ და სიყვარულმა ყველას გული გაუთბო
Borjomi-Kharagauli National Park is a place of love and happiness for me
I had to help my friend organize a beautiful proposal ceremony. I spent the whole way to Chitakhevi Shelter thinking about ideas.
The environment and beautiful views around us made this day even more special
The happiness and love of the couple warmed everyone's heart.
National Parks of Georgia
საყვარელი ადგილი, სადაც ლაშქრობა არასდროს მომბეზრდება, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკია
ბორჯომ-ხარაგაულის ბილიკის გავლისას თვალს ვერ ვაშორებდი მცენარეებისა და ცხოველების იშვიათ სახეობებს. შემდეგ კი ულამაზესი პანორამული ხედი გამოჩნდა და მივხვდი, რომ საერთოდ სხვა სამყაროში ვიყავი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში იგრძნობთ ბედნიერებას
My favourite place where I will never get bored of hiking is Borjomi-Kharagauli National Park
While walking along the Borjomi-Kharagauli trail, I could not take my eyes off the rare species of plants and animals. Suddenly, a beautiful panoramic view appeared and I realized that I was in a completely different world
You will feel happiness in Borjomi-Kharagauli National Park
National Parks of Georgia
"ბორჯომში წასვლა ივლისის ერთ ჩვეულებრივ დღეს , ფეხის ტკივილის მიუხედავად , მაინც გადავწყვიტე. ბევრი რამ მქონდა ნანახი და გაგონილი ბორჯომის უნიკალური ბუნების შესახებ
სიცხისა და რთული აღმართის ფონზე, შევძელი 25 კილომეტრის დაღამებამდე გავლა. საოცარი ხედები, რომლებიც აქ იშლება, არაფერს შეედრება: ერთ მხარეს სამცხე-ჯავახეთი, მეორე მხარეს იმერეთი, ნისლისა და ღრუბლების ზღვა, მცხუნვარე მზე
უნდა ვაღიარო, ძალიან დავიღალე, მაგრამ ღირდა იმად, რომ ეს ულამაზესი გზა გამევლო და დავმტკბარიყავი ბორჯომ-ხარაგაულის საოცარი ბუნებით, რომელიც ჩემი საყვარელი ადგილი გახდა.
I decided to go to Borjomi one ordinary day of July, despite my leg pain. I’ve heard and seen a lot about the unique nature of that place
Amidst the heat and difficult uphill, I was able to walk 25 kilometers until dawn. Nothing compares to the magnificent views here: Samtskhe-Javakheti on one side, Imereti - on another, the sea of fog and clouds, and the dazzling sun
I have to admit, I was very tired, but it was worth it to go through this beautiful road and enjoy the amazing nature of Borjomi-Kharagauli, which has become my favorite place.
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა