ჩემს გარშემო
გამოგვყევი

მტირალას ეროვნული პარკი

მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორისაა  მოქცეული. ეროვნული პარკი ბათუმიდან 25, ხოლო ქობულეთიდან - 27 კილომეტრში მდებარეობს. ადმინისტრაციული შენობა დაბა ჩაქვში მდებარეობს. 

მტირალას ეროვნული პარკი ვიზიტორებს მრავალფეროვან ეკოტურისტულ სერვისებს სთავაზობს. პარკში მოწყობილია ზიპ-ლაინი, სადაც ექსტრემის მოყვარულებს ხეებზე გაბმულ ბაგირზე დასრიალება შეუძლიათ. 

ასევე, პარკში მოწყობილია „თოკების პარკი“, რომელიც წარმოადგენს ეკო-საგანმანათლებლო ატრაქციას და გარემოში არსებულ შემეცნებით გასართობ ადგილს. ეკოტურისტული ობიექტი გათვლილია სხვადასხვა სეგმენტის ვიზიტორზე. მოწყობილია 2 ზონა - საოჯახო და მოზრდილებისთვის. 

მტირალას ეროვნული პარკში მოწყობილია ერთი და ორდღიანი ტურისტული მარშრუტები. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, გამოყოფილია ადგილები კოცონის დასანთებად, ასევე ორდღიანი ცივწყაროს ბილიკის მე-9 კმ-ზე არის ტურისტული თავშესაფარი. ეროვნული პარკი ვიზიტორებს  სალაშქრო, საცხენოსნო, სამეცნიერო და ეკოტურებს სთავაზობს.

ადმინისტრაცია: დაბა ჩაქვი, მეგენეიშვილის ქ. #13

სამუშაო საათები

გაზაფხული

სამუშაო დღეები: 09:00 - 18:00

შაბათ-კვირა: 09:00 – 18:00

ზაფხული

სამუშაო დღეები: 09:00 - 18:00

შაბათ-კვირა: 09:00 – 18:00

შემოდგომა

სამუშაო დღეები: 09:00 - 18:00

შაბათ-კვირა: 09:00 – 18:00

ზამთარი

სამუშაო დღეები: 09:00 - 18:00

შაბათ-კვირა: 09:00 – 18:00

ფასიანი სერვისები

ზრდასრული

ზიპლაინი (ბაგირზე დაშვება): 15 ლარი;

კარავი: 10 ლარი;

ზურგჩანთა: 5 ლარი;

საძილე ტომარა: 5 ლარი;

საკონფერენციო დარბაზი (50 ადამიანზე): 100 ლარი;

ცხენით მომსახურება: 50 ლარი;

საპიკნიკე ადგილი 5 ადამიანზე - 10 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - 5 ლარი;

საპიკნიკე ადგილი  10 ადამიანზე - 15 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - 10 ლარი;

საკარვე ადგილი: 1 ადამიანი - 5 ლარი.

ცხენის ქირაობა: 1 დღე - 50 ლარი; საკონტაქტო პირები: ხვიჩა კონცელიძე, ტელ: 558 65 39 62;  ბექა აფაქიძე, ტელ: 557 51 61 37;

სტუდენტი და მოსწავლე

ზიპლაინი (ბაგირზე დაშვება): 15 ლარი;

კარავი: 10 ლარი;

ზურგჩანთა: 5 ლარი;

საძილე ტომარა: 5 ლარი;

საკონფერენციო დარბაზი (50 ადამიანზე): 100 ლარი;

ცხენით მომსახურება: 50 ლარი;

საპიკნიკე ადგილი 5 ადამიანზე - 5 ლარი;

საპიკნიკე ადგილი  10 ადამიანზე - 10 ლარი;

საკარვე ადგილი: 1 ადამიანი - 5 ლარი.

ცხენის ქირაობა: 1 დღე - 50 ლარი; საკონტაქტო პირები: ხვიჩა კონცელიძე, ტელ: 558 65 39 62; ბექა აფაქიძე, ტელ: 557 51 61 37;

თავგადასავალი

ზიპ-ლაინი

თუ გსურთ, რომ მოგზაურობა ერთგვარი სპორტული ჟინით, აზარტითა და ექსტრემით გაამდიდროთ, ზიპ-ლაინის სერვისით უნდა ისარგებლოთ.

ვიზიტორები უსაფრთხოების მიზნით აღჭურვილები იქნებიან შესაბამისი ნივთებით (ღვედები და ჩაფხუტები). სერვისს კი კვალიფიციური გიდები გაუწევენ.

• ფასი - 20 ₾

• საერთო სიგრძე – 220 მეტრი

სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 577 10 18 89

ხელმისაწვდომია

გაზაფხული ზაფხული შემოდგომა
შესაბამისი ტურები

ლაშქრობა

თუ გსურთ, ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ, საქართველოს ულამაზესი ბუნება ნახოთ და კიდევ ერთი თავგადასავალი შეიქმნათ, სალაშქრო ტურების მოწყობა მტირალას ეროვნულ პარკში შეგიძლიათ.

ხელმისაწვდომია

ზამთარი გაზაფხული ზაფხული შემოდგომა
შესაბამისი ტურები

ფრინველებზე დაკვირვება

მტირალას ეროვნული პარკი მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთერთ მთავარ კორიდორად ითვლება.

ფრინველებზე დაკვირვების კოშკურა მდებარეობს სოფელ ყოროლისთავში, ქალაქის ცენტრიდან 17 კმ-ში, გადასახვევი: თამარის დასახლება (ე.წ ბენზე).

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 577 10 18 89

ხელმისაწვდომია

გაზაფხული ზაფხული შემოდგომა
შესაბამისი ტურები

თოკების პარკი

მტირალას ეროვნულ პარკში მოწყობილია „თოკების პარკი“, რომელიც წარმოადგენს ეკო-საგანმანათლებლო ატრაქციას და გარემოში არსებულ შემეცნებით გასართობ ადგილს. ეკოტურისტული ობიექტი გათვლილია სხვადასხვა სეგმენტის ვიზიტორზე. მოწყობილია 2 ზონა - საოჯახო და მოზრდილებისთვის.

საოჯახო ზონა 7 დაბრკოლებისგან შედგება, ხოლო მოზდრილების ზონა -10-ისგან. 

თოკების პარკი ხეებზე - წარმოადგენს წინაღობათა ჯგუფს თოკებისგან, ხიდებისგან, ხის მორებისგან, ბადეებისგან და სხვა უჩვეულო საგნებისგან, რომლებიც დამონტაჟებულია მიწიდან სხვადასხვა სიმაღლეზე. 

პარკი შედგება ორი მარშრუტისგან, მოზარდთათვის და საოჯახო, რომლებზეც განთავსებულია 17 წინაღობა, მთლიანი სიგრძით 209 მეტრი (67 და 142 მეტრი).

1) მარშრუტი „მოზარდთათვის“ - შედგება უბრალო, საინტერესო გავლის და პარკში გადაადგილების ტექნიკასთან გაცნობის 6 ელემენტისაგან. ხელმისაწვდომია 120 სმ-ზე ნაკლები სიმაღლის ბავშვების დამოუკიდებლად გადაადგილებისათვის. მთლიანი სიგრძე 67 მ.

2) მარშრუტი „საოჯახო“ - შედგება 11 საინტერესო ელემენტისგან, რომლებიც ხელმისაწვდომია 120 სმ-ზე მეტი სიმაღლის მონაწილეებისათვის. მარშრუტის სიგრძე 142 მეტრი.

ფასი: საოჯახო ზონა - 15 ლარი მოზრდილთათვის - 20 ლარი

ხელმისაწვდომია

გაზაფხული ზაფხული შემოდგომა
შესაბამისი ტურები
  • ზიპ-ლაინი
  • ლაშქრობა
  • ფრინველებზე დაკვირვება
  • თოკების პარკი

ადგილები რომლებიც უნდა ნახო

პარკის გარშემო

გონიოს ციხე, აფსაროსი

გონიოს ციხე, აფსაროსი - ისტორიული ციხესიმაგრე აჭარაში, ბათუმის უბან გონიოში, შავი ზღვის ნაპირზე, მდინარე ჭოროხის შესართავთან, მარცხენა მხარეს. ამ რეგიონში აღმოჩნდა კოლხური ბრინჯაოს კულტურა და პირველი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანებები: დაიაენი და კულხა (ძვ.წ. XIII-VIII სს.).

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღი- გაშენებულია ბათუმიდან 9 კმ-ის დაშორებით, მწვანე კონცხზე, 111 ჰა ფართობზე და 2.5 კმ დაშორებით მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციიდან.

წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია

წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია- მდებარეობს ქალაქ ბათუმში. მისი მშენებლობა 1865 წელს დასრულდა და სამლოცველო იმ დროისათ

წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარი

წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარი- ბათუმის ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეკლესიის მშენებლობა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III უშუალო დაფინანსებით 1888 წელს დაიწყო და 1906 წელს დასრულდა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი გაუქმდა და თავისი ტერიტორიებით სამხედრო ჰოსპიტალს გადაეცა. 1997 წლის 7 აპრილს ხარების დღესასწაულზე აღდგენილი ტაძარი საზეიმოდ აკურთხა ბათუმის და სხალთის ეპისკოპოსმა (ამჟამად ბათუმის,ლაზეთის და ჩრ.ამერიკის მიტროპოლიტი) დიმიტრიმ საქართველოს წმინდა სინოდის მღვდელმთავრებთან ერთად.

ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკური ეკლესია

ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკური ეკლესია- 2000 წელს იქნა აგებული ბათუმელი კათოლიკეების მიერ. ეკლესია ამიერკავკასიის ადმინისტრატორმა მეუფე ჯუზეპე პაზოტომ აკურთხა. ტაძარს ხშირად სტუმრობს საქართველოში ვატიკანის ელჩი და აღევლინება საზეიმო წირვა-ლოცვა. აღსანიშნავია, რომ კათოლიკურ სარწმუნოებას საქართველოში დაახლოებით 50 ათასი მიმდევარი ჰყავს.

სინაგოგა

სინაგოგაცნობილი არქიტექტორის ლევ ვოლკოვიჩის პროექტის მიხედვით 1904 წელს აიგო, ამავე წელს ბათუმელმა ებრაელებმა დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს ახალი სინაგოგის გახსნა. 1929 წელს საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით სხვა რელიგიური აღმსარებლობის ცენტრებთან ერთად, სინაგოგამაც შეწყვიტა ფუნქციონირება. გაუქმებულ სინაგოგაში წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა სხვადასხვა სპორტული ორგანიზაცია. 1998 წელს ბათუმელ ებრაელებს დაუბრუნდათ თავიანთი საკულტო შენობა. ამავე წელს შენობას სარემონტო სამუშაოებიც ჩაუტარდა.

ბულვარი

ბულვარის გაშენება 1881 წლიდან დაიწყო. მისი შექმნის იდეა ბათუმის ოლქის გუბერნატორს ა.ი. სმეკალოვს ეკუთვნის, რომელმაც ზღვისპირა ბულვარის გაშენება ცნობილ გერმანელ მებაღეს - რესელერს დაავალა. ბულვარმა თავისი არსებობის ისტორიაში განვითარების რამდენიმე ეტაპი განვლო. ბოლო წლებში ბათუმის ბულვარის ტერიტორია საგრძნობლად გაიზარდა და დღეისათვის მისი სიგრძე 7 კილომეტრს აღწევს. 1977 წლიდან ბულვარში ფუნქციონირებს ფერადი მოცეკვავე შადრევნები, რომლის არქიტექტურული პროექტი ეკუთვნის ქართველ ავტორ გ. ერქომაიშვილს. 2008 წლის სექტემბერში შადრევანი განახლებული სახით დაუბრუნდა ქალაქს.

ბათუმის 6 მაისის პარკი

ბათუმის 6 მაისის პარკი - გახლავთ ერთერთი უძველესი სამოქალაქო ბაღი საქართველოში. მას 130 წლის ისტორია აქვს. პარკის მშენებლობა 1881 წელს „ნური-გელის“ ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო. მშენებლობას სათავეში ჩაუდგა პრუსიელი მებაღე რესლერი. 1885 წლიდან ქალაქის ბაღისა და უკვე დაწყებული ბულვარის მშენებლობის ხელმძღვანელად მოიწვიეს ფრანგი მებაღე მიხეილ დალფონსი. იმ დროისათვის პარკის საერთო ფართობი იყო 78000 კვ.მეტრი. რუსეთის იმპერატორის პატივსაცემად ქალაქის ბაღს „ალექსანდრეს ბაღი“ ეწოდა. 1932 წელს ქალაქის ბაღი გადაკეთდა კულტურისა და დასვენების პარკად, 1933 წელს – ბავშვთა პარკად, შემდგომ – პიონერთა პარკად, 2006 წლიდან კი მას „6 მაისის პარკი“ ჰქვია.

პარკში სანახავი ადგილები

"წაბლნარის" ჩანჩქერი

წაბლნარის ჩანჩქერი მტირალას ეროვნული პარკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. ჩანჩქერი სიმაღლე 28 მეტრს აღემატება და მის გარშემო ტერიტორია კოლხურ ბზასა და სუროშია ჩაფლული.

კომენტარები

იხილეთ ახლოს მდებარე პარკები

კინტრიშის ეროვნული პარკი

18 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

კოლხეთის ეროვნული პარკი

52 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

მარტვილის კანიონი

97 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

მაჭახელას ეროვნული პარკი

24 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

სათაფლია

98 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

ქობულეთის ეროვნული პარკი

19 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

თეთრა მღვიმე

96 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა