ჩემს გარშემო
გამოგვყევი

თეთრი ხავსი

1 დღე
1 კმ
მარშრუტი: მდ. შავ ღელეზე გადასასვლისას ვიზიტორი ნახავს საქართველოს ფლორის იშვიათ სახეობებს.
ღირსშესანიშნაობები: თეთრი ხავსი,ისპანი,ლიანების ტყე
სეზონი:
ზამთარი გაზაფხული ზაფხული შემოდგომა
სირთულის დონე: მარტივი

დღე1

მდ. შავ ღელეზე გადასასვლისას ვიზიტორი ნახავს საქართველოს ფლორის იშვიათ სახეობებს.

მდ. შავ ღელეზე  გადასასვლისას ვიზიტორი ნახავს საქართველოს ფლორის ისეთ იშვიათ სახეობებს, როგორიცაა: შხაპრი, ყვითელი დუმფარა, ადრე გაზაფხულზე მოყვავილე ცხენისკბილა, შემდეგ მოუხვევს მარჯვნივ მდ. შავ ღელეზე გადასასვლელი ხიდიდან,  ჭილიანი ცენოზის გავლის შემდეგ უკვე იწყება ისპანის ნაკრძალი - მსოფლიოს პირველი პერკოლაციური სფაგნუმიანი ტორფნარი ისპანი 2.  ვიზიტორი გაივლის ლიანებით გადახლართულ მურყნარ ტყეს, სანამ სფაგნუმიან საფარველს მიაღწევს  გაივლის გამყივარების დროინდელი სახეობის, სამეფო გვიმრის  საბურველქვეშ.  სფაგნუმის „ხალიჩაზე“ გადაადგილებისას, იმის გამო, რომ ზიანი არ მიადგეს ეკოსისტემისათვის დამახასიათებელ, უნიკალურ ჰიდროლოგიურ რეჟიმს და ვიზიტორებს გაუადვილდეთ გადაადგილება,  დაცული ტერიტორიის  ადმინისტრაციას ამ მიზნით გააჩნია სპეციალური თხილამურები გასაქირავებლად.


ბილიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდი - 577 10 18 97

აღმოაჩინე თავგადასავლები

კომენტარები

მსგავსი ტურები

ისპანი 2

1 დღე
ისპანი ფრინველებზე დაკვირვება

დროზერას ბილიკი

1 დღე
დროზერა ისპანი

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა