ჩემს გარშემო
გამოგვყევი

დროზერას ბილიკი

1 დღე
1 კმ
მარშრუტი: ბილიკი მიერმართება ეროვნული პარკის სამხრეთ დასავლეთით, სადაც განთავსებულია საინფორმაციო დაფები, რომლებიც მოგვითხრობენ უნიკალური ეკო-სისტემის შესახებ.
ღირსშესანიშნაობები: დროზერა,ისპანი
სეზონი:
ზამთარი გაზაფხული ზაფხული შემოდგომა
სირთულის დონე: მარტივი

დღე1

ბილიკი მიერმართება სახელმწიფო ნაკრძალის სამხრეთ დასავლეთით, სადაც განთავსებულია საინფორმაციო დაფები, რომლებიც მოგვითხრობენ უნიკალური ეკო-სისტემის შესახებ.

გადასასვლელი ხიდით გადავდივართ ე.წ „სმეკალოვკის" არხზე და ისევ საფეხმავლო ბილიკით მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ. ამ ტურისტული მარშუტით ვიზიტორს შეუძლია მოინახულოს ქობულეთის აღკვეთილი ისპანი I, რომელიც წარმოადგენს ანთროპოგენულად ძლიერ სახეშეცვლილ ჭარბტენიანი ლანდშაფტის კლასიკურ მაგალითს. ვიზიტორებს შეუძლიათ ნახონ სფაგნუმის ბალიშებზე მოზარდი მცენარეები, როგორიცაა: მწერიჭამია დროზერა, ჩრდილოეთის ისლი, კავკასიის და თეთრი რინხოსპორა, ულამაზესი ჯადვარი, მაისის თვეში აყვავებული შქერი, იელი და საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი სამეფო გვიმრა. გაატარეთ ზაფხული შავი ზღვის სანაპიროზე და პარალელურად იმოგზაურეთ გამყინვარების უკანასკნელი პერიოდის დროინდელ, დღემდე შემორჩენილ შორეული ჩრდილოეთის ფლორის თავშესაფრებში. იხილეთ გადამფრენი ფრინველები ევრაზიასა და აფრიკას შორის მოგზაურობისას, იხილეთ საქართველოს წითელი წიგნის ბინადარი ენდემური და რელიქტური სახეობები.. გადაიღეთ სამოყვარულო ფოტოები... და რაც მთავარია, ტურისტებს ელით ღიმილიანი და თბილი მიღება-დახვედრა, ნებისმიერი ტურისტი აღმოჩნდება ქობულეთის ეროვნული პარკის თანამშრომელთა უდიდესი ყურადღების გარემოცვაში.


ბილიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდი - 577 10 18 97

აღმოაჩინე თავგადასავლები

კომენტარები

მსგავსი ტურები

ისპანი 2

1 დღე
ისპანი ფრინველებზე დაკვირვება

თეთრი ხავსი

1 დღე
თეთრი ხავსი ისპანი ლიანების ტყე

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა