მარშრუტი მდებარეობს ზღვის დონიდან 265-442 მეტრზე და იწყება სოფელი ჩაქვისთავიდან.
ტურისტული მარშრუტი საფეხმავლოა და შემეცნებით-გასართობი დანიშნულლებისაა. ის აერთიანებს ორ მნიშვნელოვან ადგილს - ჩანჩქერსა და ტბას. ბილიკს მომხიბვლელს ხდის ქვეტყე, რომელიც შედგენილია წყავით, კოლხური ბზითა და სხვადასხვა სახის სუროთი.
ბილიკი მიუყვება მდინარე ჩაქვისწყლის ულამაზეს ხეობას. ვიზიტორთა ცენტრიდან 3 კმ-შია კოლხურ ბზასა და სუროში ჩაფლული ჩანჩქერი, რომლის სიმაღლე 28 მეტრს აღემატება. ჩანჩქერთან, ველური ბუნების წიაღში მოწყობილია სპეციალური საკემპინგე ადგილი. ჩანჩქერიდან 1 კმ-ის დაშორებით, კლდეებს შორის, მოედინება მდინარე, რომელიც ქმნის მორევს. აქ მრავლადაა კალმახი. მდინარის ნაპირას არის საპიკნიკე და ცეცხლის დასანთები ადგილები.
ამავე ბილიკზე ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსტრემალური სერვისით - 220-მეტრიანი ზიპლაინით. ვიზიტორები უსაფრთხოების მიზნით აღჭურვილები იქნებიან შესაბამისი ნივთებით (ღვედები და ჩაფხუტები). სერვისს კი კვალიფიციური გიდები გაუწევენ.
ბილიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 577 10 18 89
National Parks of Georgia
მტირალას ეროვნულ პარკში, წელიწადის ყველა სეზონზე, 10-ჯერ მაინც ვიქნები ნამყოფი. ეს ადგილი, ყოველ ჯერზე, შთაბეჭდილებებით მავსებს და უკან დაბრუნებულს კვლავ მისკენ მიხმობს
ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ვიზიტი, გაზაფხულის, თოვლიან მტირალაზე ველოსიპედებით ასვლა იყო
თავშესაფრიდან რამდენიმე წუთის დაშვებული ვიყავი, უკანა მუხრუჭი რომ გამოვიდა მწყობრიდან. საკმაოდ ექსტრემალური აღმოჩნდა დაღმართებში წინა მუხრუჭით დაშვება
შემდეგი ვიზიტი ისევ ველოსიპედებით მაქვს დაგეგმილი, ამჯერად შეყვარებულთან ერთად
From June 15, all National Parks and Protected Areas of Georgia will start receiving visitors.
Travelling in national parks is full of impressive memories, so we are sharing memories of one of our visitors:
"I have visited Mtirala National Park at least 10 times in all seasons of the year. This place, each time, fills me with impressions and calls me back to visit it again
One of the most memorable visits was a spring ride with a bicycle to snowy Mtirala
I was a few minutes out of the shelter when the rare brake went out of order. It was quite extreme to use the previous brakes on the descents
My next visit is planned by bicycle, this time I'll be with my girlfriend
National Parks of Georgia
მტირალას ეროვნულ პარკში ის ბედნიერება შევიგრძენი, რომელსაც ბუნება გვაძლევს
ამ დაუვიწყარ ადგილს, მეგობრებთან ერთად, აგვისტოში ვეწვიე. ბუნების თითოეული ბგერა განსაკუთრებულად მესმოდა. აქ ტყის სიჩუმეც კი ბედნიერებას მანიჭებდა
მტირალას ეროვნულ პარკში იგრძნობთ ბუნებისგან მიღებულ ენერგიას
I felt the happiness that nature gives us to Mtirala National Park.
I visited this unforgettable place with my friends in August. I heard each sound of nature. Even the silence of the forest made me happy
In Mtirala National Park you are filled with energy received from nature
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა