ჩემს გარშემო
გამოგვყევი

ცივწყაროს ბილიკი

2 დღე
16 კმ
მარშრუტი: ორდღიანი მარშუტი მდებარეობს ზღვის დონიდან 260 – 1,250 მეტრ სიმაღლეზე და იწყება სოფელი ჩაქვისთავიდან.
ღირსშესანიშნაობები: ჩანჩქერი,ტბა,საპიკნიკე,კოლხური ტყე
სეზონი:
ზამთარი გაზაფხული ზაფხული შემოდგომა
სირთულის დონე: საშუალო

დღე1

ორდღიანი მარშუტი იწყება სოფელი ჩაქვისთავიდან, ზღვის დონიდან 260მ-ზე და სრულდება ზღვის დონიდან 1, 250 მეტრ სიმაღლეზე.

დასაწყისი წარმოდგენილია კოლხური ტიპის ფართოფოთლოვანი შერეული ტყით, ბილიკის დასასრულს კი ტყის 70% წიფლნარია. გარდა მცენარეული საფარისა, შესაძლებელია მურა დათვის, შველის, კვერნის, მაჩვის, არჩვისა და სხვა ცხოველთა სამყაროს წარმომადგენელთა ნაკვალევის ნახვა.

მარშრუტის გავლისას გზად გვხვდება ბუნებრივი წყაროები. აქ ვიზიტორებისათვის მოწყობილია ტურისტული თავშესაფარი 8 კაცზე, სველი წერტილი, ცეცხლის დასანთები და საპიკნიკე ადგილები.


დღე2

ორდღიანი მარშრუტი იწყება ზღვის დონიდან 260 მ-ზე მდებარე ვიზიტორთა ცენტრიდან და სრულდება ზღვის დონიდან 1,250 მ-ზე.

მეორე დღეს ვიზიტორი მოხვდება ხელუხლებელი მრავალწლიანი წიფლის კორომებისა და ულამაზესი წყაროების გარემოცვაში. მათ სიახლოვეს მოწყობილია საპიკნიკე ადგილები. აღნიშნულ მარშრუტზე ძირითადად გვხვდება ხელუხლებელი ტყე, სადაც შესაძლებელია მოეწყოს სამეცნიერო დაკვირვებები ფლორასა და ფაუნაზე.


ბილიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 577 10 18 89

აღმოაჩინე თავგადასავლები

კომენტარები

მოგონებები

მოგონებები
1 2
ყველას ნახვა

მსგავსი ტურები

წაბლნარას ბილიკი

1 დღე
ზიპლაინი ჩანჩქერი ტბა თოკების პარკი

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა