ჩემს გარშემო
გამოგვყევი

გაითვალისწინეთ

• მარტვილის კანიონში შესასვლელი და სანაოსნო ტურის ბილეთები უნდა შეიძინოთ ოკაცეს კანიონის ვიზიტორთა ცენტრში

 სამუშაო დღეები - ყოველ დღე, ორშაბათის გარდა

 ვიზიტორთა უსაფრთხოებისათვის, სანაოსნო მონაკვეთზე გასვლა წვიმასა და თოვლში აკრძალულია წყლის დონის მომატებიდან გამომდინარე

 ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში

 სანაოსნო მარშრუტით სარგებლობისათვის ვიზიტორის სიმაღლე უნდა აღემატებოდეს 1 მ-ს

 ნავის მართვაში მენავესთან ერთად მონაწილეობენ ვიზიტორებიც

 ნავში შესაძლებელია 6 ადამიანის განთავსება

 სასურველია ჩაიცვათ სპორტულად და თავისუფლად, სპორტული ფეხსაცმელი.


ვიზიტორთათვის დაშვებულია

 მონიშნულ ბილიკზე ფეხით გადაადგილება

 სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა

 ფლორასა და ფაუნაზე დაკვირვება

 ფოტო და ვიდეო გადაღება


ვიზიტორებს ეკრძალებათ

 ბილიკით სარგებლობა არასამუშაო საათებში

 ხეებზე და კლდეზე ასვლა

 მოაჯირზე ჩამოჯდომა

 სირბილი

 ხტუნვა ბილიკებზე, ხიდებზე და გადასახედებზე

 გადასახედ პლატფორმებზე ერთდროულად 10 ადამიანზე მეტის გადაადგილება

 14 წლამდე მოზარდების შესვლა ზედამხედველის გარეშე

 ბილიკზე გადაადგილება არაფხიზელ მდგომარეობაში

 ნავიდან გადმოსვლა

 სანაოსნო ტურის განმავლობაში სანაოსნო მონაკვეთზე გადაადგილება უსაფრთხოების ჟილეტის გარეშე

 ნაგვის დაყრა

 ბუნებისა და ინფრასტრუქტურის დაზიანება

 წარწერების გაკეთება

 ბუნებრივი და კულტურული მასალების შეგროვება

 ხმაური

 მცენარეების მოწყვეტა

 სიგარეტის მოწევა

 შინაური ცხოველის შეყვანა

 ბილიკზე ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილება

 ველოსიპედითა და მოტორიანი ტრანსპორტით გადაადგილება

 ბანაობა

 თევზაობა

 ბილიკზე გადაადგილება მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით

112
გადაუდებელი
დახმარების ნომერი

მასალები

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა