ჩემს გარშემო
გამოგვყევი

მედია

საქართველოს ეროვნული პარკები ის, რაც საქართველოში აუცილებლად უნდა ნახო

2018-04-18

დარწმუნებულები ვართ, ბევრი მათგანი თქვენთვის კარგად ნაცნობი იქნება. ჩვენ კი, ჩვენი რუბრიკით, ერთგვარი გიდის ფუნქციას შევასრულებთ და უკეთ გაგაცნობთ იმ ადგილებს, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ. დაცული ტერიტორიები საქართველოს ბუნების გამორჩეული და უნიკალური ადგილებია. საქართველოში სულ 88 დაცული ტერიტორიაა, მათი ფართობი 596 156 ჰექტარია, რაც საქართველოს 8,57%-ს შეადგენს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიზნებია უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის კონსერვაცია, მათი საზოგადოებისთვის გაცნობა. ეკოტურიზმი კი ეხმარება ადამიანებს, შეიყვარონ და მოუფრთხილდნენ გამორჩეულ ბუნებას. საქართველოს დაცული ტერიტორიები დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქართველ, ისე უცხოელ ვიზიტორებში. 2017 წელს, ტერიტორიებზე ეკოტურისტთა რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა, რომელთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია. დღეს კი, თქვენ საშუალება გექნებათ იმოგზაუროთ ჩვენი რუბრიკის სტუმრებთან ერთად, მათთვის საყვარელ დაცულ ტერიტორიებზე, კარგად გაიცნოთ ისინი და დაგეგმოთ ვიზიტი.


გურამ შეროზია, ბლოგერი

„შარშან, პირველად მოვინახულე ოკაცე და უზომოდ გაოცებული დავრჩი. თან ჩემი თავის გამიკვირდა – აქამდე რატომ არ მქონდა ნანახი... ძალიან საინტერესოა ფეხით შემოვლა. გზად ბევრ ტურისტს ხვდები და კომუნიკაცია კიდევ უფრო გიმარტივებს გზას, მაგრამ ყველაზე მთავარი წინ გელოდება: ულამაზესი ხედები, ხიდები და სიმწვანე... ფოტოებიც ძალიან კარგი გამოდის, ტელეფონითაც კი! ვინც ნამყოფი არ არის, ვურჩევდი, ნუ დათანხმდებიან ტაქსის მძღოლების შემოთავაზებებს და ფეხით ჩავიდნენ, არც ისე დამღლელი გზაა... იქვე ჩანჩქერიცაა და მარტვილის კანიონიც არც ისე შორს არის. ჯამში, მართლა მეგონა, რომ სადღაც სხვა, ძალიან საინტერესო ქვეყნის უცნაურ ადგილებს ვსტუმრობდი და ეს ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. ოკაცეს მიმდებარედ, საოცრად ლამაზი სოფლებია, სადაც შეიძლება შერბენა, სეირნობა და სიმშვიდით ტკბობა. მეორედაც დიდი სიამოვნებით მოვინახულებდი“.

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა