ჩემს გარშემო
გამოგვყევი

ადგილები რომლებიც უნდა ნახო

მდ. აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი

ღირსშესანიშნაობა: ასხის მასივის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდ. აბაშის მარცხენა შენაკადი კირქვის ქარაფში გამოდის მღვიმიდან და იქვე ეცემა დაახლოებით 40 მეტრიდან. ჩანჩქერი დაცემის ადგილას 12 მ დიამეტრის ორმოს წარმოქმნის. წყალი ორმოში მდუღარესავით ბობოქრობს. ჩანჩქერის შხეფები ხშრად ცისარტყელას წარმოქნის.


მთავარი ჩანჩქერის მარჯვნივ არის კდევ ორი მომცრო ჩანჩქერია. ჩანჩქერებს დაჰყურბს 200 მ სიმაღლის კირქვული ქარაფი.
ჩანჩქერის მიდამოები აგებულია ზედაცარცული კირქვებით და ხშირი ტყითაა შემოსილი. ყურადღებას იპყრობს ბზის სქელი ტევრები, რომლებშიც საკმაოდ ძნელია გავლა. აქვეა ადგილი რაჩხა კარსტლი წყლების უხვი გამოსავლებით.


მდებარეობა: მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფ. მეორე ბალდა, ადგილი რაჩხა, მდ. აბაშის სათავეები, 895 მეტრი ზღვის დონიდან.


კოორდინატები: N42 30.832 E42 28.558


მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. მარტვილი. თბილისიდან მარტვილი დაშორებულია 280 კმ-ით; ხანგრძლივობა - 4 სთ;
ქ. მარტვილიდან - სოფ. მეორე ბალდა  - 9 კმ; ხანგრძლივობა - 15 წთ;
სოფ. მეორე ბალდა  -  ადგილი რაჩხა 11,5 კმ; ხანგრძლივობა - 1 სთ და 30 წთ (სამხიდიანი ავტომობილი);
ადგილი რაჩხა  - მდ. აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი  - 3,5 კმ; ხანგრძლივობა - 1 სთ (საფეხმავლო მარკირებული ბილიკი);


ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. მარტვილში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

კომენტარები

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა