ჩემს გარშემო
გამოგვყევი

ადგილები რომლებიც უნდა ნახო

ჯორწყუს მღვიმის ბუნების ძეგლი

ღირშესანიშნაობა: ბუნების ძეგლი წარმოადგენს ასხის კირქვულ მასივზე ზედაცარცული (ტურონ-დანიური) ასაკის თხელ შრეებრივ კირქვებში, შრეთა დახრის საწინააღმდეგოდ გამომუშავებულ ორასრთულიან მღვიმეს, რომელიც იწყება ვრცელი შესასვლელი დარბაზით და რომელსაც 4-5 მ სიგანისა დ 3-5 მ სიმაღლის დერეფანი აგრძელებს. მღვიმე შესასვლელიდან მე-100 მეტრზე ორ განშტოებას ინვითარებს. მაქსიმალური სიგრძე 276 მ-ია. ძირითადი მაგისტრალი - მეანდრული დერეფანი ბოლოში მოზრდილ დარბაზში გადადის, რომლის კედელზეც 30 მ სიგრძის მღვიმის მეორე სართულია იხსნება. შესასვლელთან ოდესღაც ჭერი ჩამონგრეულა. მღვიმეში სჭარბობს სტალაქტიტები, იშვიათია სტალაგმიტები; მდიდარია პლასტიკური თიხის 3,5 - 4 მ სისქის ნაფენებით. ჰაერის ტემპერატურა მღვიმის შესასვლელში 18° C-ია, 100 მ-ის სიგრძეზე – 11,6°C, ბოლოში კი 11,5°C. მღვიმეში გაედინება ნაკადი, რომელსაც უერთდება მეორე ნაკადი და 15 მ გავლის შემდეგ იგი მდ. ჯორწყუს მარცხენა მხარეს წყაროს სახით გამოდის. მღვიმე საინტერესოა დამახასიათებელი ფაუნით და პალეონტოლოგიური ნიმუშებით, გარდა ამისა, ერთ დროს ის ადამიანების სადგომსაც წარმოადგენდა. აქ ნაპონია მღვიმური დათვის, ფოცხვერის, დომბის და სხვა ცხოველების ძვლები.

მდებარეობა: მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფ.  მეორე ბალდის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდ. აბაშის მარცხენა შენაკადის ჯორწყუს ხეობა, 653 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 30.620 E42 25.155

მისასვლელი გზა:  ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. მარტვილი. თბილისიდან მარტვილი დაშორებულია 280 კმ-ით; ხანგრძლივობა - 4 სთ;
ქ. მარტვილი - სოფ. მეორე ბალდა - 8,9 კმ; ხანგრძლივობა - 20 წთ;
სოფ. მეორე ბალდა - ჯორწყუს მღვიმის ბუნების ძეგლი - 5,5 კმ; ხანგრძლივობა - 1 სთ და 30 წთ; (საფეხმავლო მარკირებული ბილიკი)

ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. მარტვილში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშრდით: 595 80 54 55

კომენტარები

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა