ღირშესანიშნაობა: ბუნების ძეგლი მიგარიას კირქვული მასივის სამხრეთ ნაწილში, მდ. ოჩხომურის სათავეებში მდებარეობს. სამ საფეხურიანი კასკადის სიმაღლე
100-120 მ-ია. ჩანჩქერის თითოეული საფეხური დაცემისას ძირში პატარ-პატარა ტბებს ივითარებს. ჩანჩქერის გარშემო არსებული ტენიანობა იწვევს მის მიმდებარე ტერიტორიებზე თავისებური ფლორისა და ფაუნის ჩამოყალიბებას, აქ მრავლადაა სხვადასხვა იშვიათი, ენდემური თუ რელიქტური სახეობა, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ბზის კორომებს.
მდებარეობა: მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფ. კურზუს ს ჩრდილოეთით, მდ. ოჩხომურის ხეობა, 550 მეტრი ზღვის დონიდან.
კოორდინატები: N42
36.671 E42 18.035
მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. მარტვილი. თბილისიდან მარტვილი დაშორებულია
280 კმ-ით; ხანგრძლივობა - 4 სთ;
ქ. მარტვილი - სოფ. კურზუ -
25.3 კმ; ხანგრძლივობა -
30 წთ;
სოფ. კურზუ - ოჩხომურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი -
3,2 კმ; ხანგრძლივობა -
30 წთ; (საფეხმავლო ბილიკი)
ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. მარტვილში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშრდით: 595 80 54 55
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა