ჩემს გარშემო
გამოგვყევი

უთხოვარი და ტბა ტბიყელი

2 დღე
37 კმ
მარშრუტი: მარშრუტი იწყება ცხემვანის ვიზიტორთა თავშესაფრიდან, სოფ. დიდვაკეში და მიემართება დიდხნოვანი უთხოვრისაკენ.
ღირსშესანიშნაობები: ტბიყელის ტბა
სეზონი:
გაზაფხული ზაფხული შემოდგომა
სირთულის დონე: საშუალო

დღე1

მარშრუტი იწყება ცხემვანის ვიზიტორთა თავშესაფრიდან, სოფ. დიდვაკეში და მიემართება დიდხნოვანი უთხოვრისაკენ, რომელიც მესამეული პერიოდის ერთ-ერთი რელიქტური სახეობაა და საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი.

შემდეგ მარშრუტი გრძელდება ხინოწმინდის ეკლესიის ნანგრევებისაკენ. ეს ეკლესია თავისი მშენებლობის ტექნიკითა და ქვის წყობით მიეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს. ზოგიერთი კედლის ფრაგმენტი 2-3 მ-ს აღწევს. ზომების მიხედვით (18X10) შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ ეკლესია თავის დროზე შედარებით დიდ ნაგებობას წარმოადგენდა.

შესვენების შემდეგ, ვიზიტორებს შეუძლიათ გზა განაგრძონ ტბიყელის ტბისაკენ, რომელიც ზღვის დონიდან 1,900-2,000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ტბას აქვს მოგრძო, ოვალური ფორმა და მისი სიღრმე 7-8 მეტრია. იგი საზრდოობს ატმოსფერული ნალექებით, თოვლის ნადნობითა და გრუნტის წყლებით. ტბა ზამთარში იფარება თოვლით და ყინულით, ტბაში ბინადრობს კავკასიური ტრიტონი, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი. მარშრუტის სიგრძე ეკლესიის ნანგრევებიდან ტბამდე შეადგენს 14 კმ-ს.

შენიშვნა: ბილიკის დასალაშქრად საჭიროა 2  დღე - ერთი დღე საჭიროა ტბიყელის ტბამდე ასასვლელად, მეორე დღეს კი საჭიროა ცხემვანის ვიზიტორთა თავშესაფართან დასაბრუნებლად.

ბილიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდი - 577 59 21 12

კომენტარები

მოგონებები

მოგონებები
1
ყველას ნახვა

მსგავსი ტურები

თამარის თაღოვანი ხიდი

1 დღე
თაღოვანი ხიდი წმ. გიორგის ეკლესია

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა