გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მოსახვედრად სხვადასხვა სახის ავტო ტრანსპორტით და მატარებლით მგზავრობაა შესაძლებელი. მიკრო-ავტობუსები თბილისის დიდუბის მეტროს ქვემო გამოსასვლელიდან გადიან ბორჯომის მიმართულებით ყოველდღე საათში ერთხელ, დილის 08:00-დან საღამოს 18:00 საათამდე. მატარებელი ბორჯომის მიმართულებით თბილისის ცენტრალური მატარებლის სადგურიდან გამოდის დილის 7:05 წუთზე, ხოლო ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით ბრუნდება 16:15 წუთზე. მიკრო-ავტობუსები ხარაგაულის მიმართულებით გადიან ოკრიბას ავტოსადგურიდან დილის 9:00, 13:30, 15:30, 17:00 საათებზე, ხოლო მატარებელი 9:10 და 16:00 საათებზე.
ქალაქ თბილისიდან ვიზიტორთა ცენტრამდე მანძილი 160 კმ-ია, მანძილის ავტომომბილით დაფარვას სჭირდება 2 საათი და 15 წუთი
ქ. თბილისიდან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკამდე მანძილი დაახლოებით 160 კმ-ია, მანძილის ავტომობილით დაფარვას საშუალოდ სჭირდება 2 სთ და 17 წთ
ქ. ბათუმიდან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკამდე მანძილი დაახლოებით 277 კმ-ია, მანძილის ავტომობილით დაფარვას საშულოდ სჭირდება 4 სთ და 33 წთ
ქ. ქუთაისიდან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკამდე მანძილი დაახლოებით 130 კმ-ია, მანძილის ავტომობილით დაფარვას საშუალოდ სჭირდება 2 სთ და 10 წთ
ქ. გორიდან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკამდე მანძილი დაახლოებით 79,7 კმ-ია, მანძილის ავტომობილით დაფარვას საშუალოდ სჭირდება 1 სთ და 12 წთ
ქ. თელავიდან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკამდე მანძილი დაახლოებით 249 კმ-ია, მანძილის ავტომობილით დაფარვას საშუალოდ სჭირდება 3 სთ და 39 წთ
მანძილი ქ. ზუგდიდიდან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკამდე 232 კილომეტრია, რის გავლასაც ავტომობილით 4 საათი სჭირდება
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა