ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით, ღორი ტაბუირებული ცხოველია თუშეთში. ამიტომ მისგან დამზადებული საკვები პროდუქტის ატანა და ჭამა თუშეთის ტერიტორიაზე მიუღებელია ადგილობრივებისათვის და აღიქმება მათი წეს-ჩვეულებების უპატივცემულობად.
ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით თუშეთში არსებული ჯვარ-ხატების ტერიტორიებზე მანდილოსნების (დედათა წესის ასაკის) შესვლა არ შეიძლება.
თუშეთში არ არის საზოგადოებრივი მომსახურების ობიექტები: ავტოგასამართი სადგური, ბენზინგასამართი სადგური, აფთიაქი, სილამაზის სალონი, ბანკი/ვალუტის გადასახურდავებელი სალაროები.
სოფელი დართლოს არქიტექტურული კომპლექსი (გვ. შუა საუკუნეები) - მდებაროებს პირიქითის ხეობაში. სოფელ ქვემო ომალოდან 18 კმ-ის მოშორებით. დართლოს არქიტექტურული კომპლექსი აერთიანებს ციხე-კოშკებს, აკლდამა-საყდრებს (XV-XVII სს), საბჭეოს (XVII-XVIII სს) და დართლოს ეკლესიას (XIX ს). დართლოში მისვლა შესაძლებელია როგორც ფეხით, ასევე მანქანით.
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა