ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით, ღორი ტაბუირებული ცხოველია თუშეთში. ამიტომ მისგან დამზადებული საკვები პროდუქტის ატანა და ჭამა თუშეთის ტერიტორიაზე მიუღებელია ადგილობრივებისათვის და აღიქმება მათი წეს-ჩვეულებების უპატივცემულობად.
ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით თუშეთში არსებული ჯვარ-ხატების ტერიტორიებზე მანდილოსნების (დედათა წესის ასაკის) შესვლა არ შეიძლება.
თუშეთში არ არის საზოგადოებრივი მომსახურების ობიექტები: ავტოგასამართი სადგური, ბენზინგასამართი სადგური, აფთიაქი, სილამაზის სალონი, ბანკი/ვალუტის გადასახურდავებელი სალაროები.
• მარშრუტზე გასვლის შესათანხმებლად მიმართეთ თუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას
• სასურველია უხეში ქსოვილის შარვლისა და მაღალყელიანი ფეხსაცმელის ჩაცმა
• თან იქონიეთ საველე საკვები და წყალი;
• ტურისტული სეზონი გრძელდება ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით
• ტურისტული სეზონის განმავლობაში შესაძლებელია შეხვდეთ
მეცხვარის
ძაღლებს
• სოფ. ქვემო ალვანიდან ომალომდე გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ
მაღალი
გამავლობის
ავტომანქანით;
• ნიამორებზე დაკვირვება შესაძლებელია მთელი სეზონის
განმავლობაში;
• ტურისტული სეზონის განმავლობაში შესაძლებელია შეხვდეთ
მეცხვარის
ძაღლებს.
ვიზიტორთათვის დაშვებულია
✔ მონიშნულ ბილიკზე ცხენით ან ფეხით გადაადგილება
✔ სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა სპეციალური
ნებართვით
✔ საპიკნკე და საკარვე ადგილებით სარგებლობა
✔ კოცონის დანთება სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში
✔ ფოტო და ვიდეო გადაღება, ხატვა ველურ ბუნებაში
✔ ფრინველებზე, ცხოველებსა და ბუნებაზე დაკვირვება
✔ არსებულ გზებზე სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება
ვიზიტორებს ეკრძალებათ
✖ ნადირობა, ცეცხლსასროლი იარაღისა და სხვა ისეთი
მოწყობილობების
✖ შეტანა, რაც საფრთხეს უქმნის გარემოს
✖ შინაური ცხოველების თანხლება
✖ ვანდალური მოქცევა ბუნებისა და ინფრასტრუქტურისადმი, ხეებზე,
კლდეებსა
და
ქვებზე
წარწერების
გაკეთება
✖ გარემოს დაბინძურება
✖ ხეებზე და კლდებზე ასვლა, კლდის კიდესთან მიახლოვება ნახევარ მეტრზე ახლოს
✖ სპეციალური ნებართვის გარეშე ბუნებრივი და კულტურული მასალის შეგროვება;
✖ საქართველოსათვის უცხო ცოცხალი ორგანიზმების შეყვანა და გავრცელება
✖ შეზღუდული ხედვის პირობებში (ნისლი, მაღალი ბუჩქნარი ან ბალახი) სწრაფი გადაადგილება
✖ ჰელისკი
✖ ყვირილი და ხმამაღალი საუბარი
✖ ჯვარ-ხატის ტერიტორიაზე შესვლა
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა