ჩემს გარშემო
გამოგვყევი

ადგილები რომლებიც უნდა ნახო

ნაზოდელავოს მღვიმის ბუნების ძეგლი

ღირშესანიშნაობა: ბუნების ძეგლი საქართველოში თავისი პარამეტრებით ერთ-ერთი გამორჩეული, მეოტურ კონგლომერატებში გამომუშავებული უდიდესი კლასტოკარსტული და ფსედოკარსტული 600 მ სიგრძის მღვიმეა.

მღვიმე იხსნება შესასვლელი დარბაზით, რომელიც წარმოადგენს სუბჰორიზონტული განტოტვილი ტალანის (გვირაბის) ბოლო ნაწილს. მთავარი ტალანის ფსკერში ჩაჭრილი ეროზიული კანიონით მოზრდილი ცივი მიწისქვეშა მდინარე გაედინება. კანიონის სიღრმე ზოგან 7-8 მეტრს აღწევს. მთავარ ტალანს გამოეყოფა ორი შტო, რომლებიც მასთან შედარებით უფრო ვიწრო და მოკლეა. ერთ-ერთი ტალანი გამჭოლია და ზემო ბოლოთი სამზეოზე გადის. მღვიმესა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ზაფხულობით გვხვდება ხელფრთიანები.

მდებარეობა: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, სოფ.  ახუთის(ლემამფორე) მიდამოები, მდ. ზანას ხეობა, 290 მეტრი ზღვის დონიდან. 

კოორდინატები: N42 30.365 E42 13.272

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია დ. ჩხოროწყუ. თბილისიდან ჩხოროწყუ დაშორებულია 334 კმ-ით; ხანგრძლივობა - 4 სთ და 30 წთ;

დ. ჩხოროწუ - სოფ. ახუთი - 12.5 კმ,  ხანგრძლივობა - 30 წთ;

სოფ. ახუთი - ნაზოდელავოს მღვიმის ბუნების ძეგლი  - 6,8 კმ; ხანგრძლივობა - 30 წთ;  

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 595 08 60 59

კომენტარები

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა