ღირშესანიშნაობა: 60-70 მ სიმაღლის სამსაფეხურიანი ჩანჩქერი
გადმოედინება აღმოსავლეთ ექსპოზიციის ფერდობზე მდებარე მღვიმიდან. მღვიმეში ერთი პატარა
და ერთი დიდი ტბაა. ჩანჩქერის ნაპირები დაფარულია შერეული ფართოფოთლოვანი ტყით. აქ
მრავალი ენდემური ცხოველი ბინადრობს, კერძოდ: კავკასიური თხუნელა, რადეს, ვოლნუხინის
და კავკასიური წყლის ბიგები.
მდებარეობა: ტყიბულის მუნიციპალიტეტი, სოფ. მუხურას
მიდამოები, ტყიბული-მუხურას საავტომობილო გზის სიახლოვეს, 886 მეტრი ზღვის დონიდან.
კოორდინატები: N42 19.582 E43 02.947
მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე
მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. ტყიბული. თბილისიდან ტყიბული დაშორებულია 236 კმ-ით;
ხანგრძლივობა - 3 სთ;
ქ. ტყიბული - მუხურას ჩანჩქერის ბუნების ძეგლი - 8,5 კმ; ხანგრძლივობა - 15 წთ;
დამატებითი
ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 595 08 60 59
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა