ჩემს გარშემო
გამოგვყევი

ადგილები რომლებიც უნდა ნახო

ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლი

განსხვავებული და ლამაზი ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და 4 დარბაზიანი მღვიმეა. მღვიმე შესასვლელიდან 30-ე მეტრზე ორად იყოფა. მეორე სართული პატარა საფეხურებით დაკავშირებულია დარბაზთან. მღვიმეს გასასვლელი არა აქვს, ამოკეტილია სტალაგნატით, რომლის სისქე 7 მეტრია. 

მდებარეობა: თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნავენახევის მიდამოები, 320 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 14.507 E42 51.783

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. ქუთაისი. თბილისიდან ქუთაისი დაშორებულია 230 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ;
ქ. თბილისი - ქ. ქუთაისის ცენტრალური ავტომაგისტრალი - ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლი 7 კმ. ხანგრძლივობა - 15 წთ.

საკონტაქტო ინფორმაცია: 
ტელ: 577 10 14 17
ელ-ფოსტა:  beto.promete@gmail.com 

კომენტარები

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა