ჩემს გარშემო
გამოგვყევი

ადგილები რომლებიც უნდა ნახო

როშკის ლოდების ბუნების ძეგლი

ღირშესანიშნაობა: როშკის ლოდები მიეკუთვნება მსოფლიოში უდუიდესი „ერატიული“ („მოხეტიალე“) ლოდების რიცხვს. მათი განზომილებებია 19X5X7 (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე), 22X13X10, 22X20X8, 25X10X11 („გახლეჩილი ლოდი“). შედარებით ნაკლები სიდიდის, მაგრამ შთამბეჭდავი ერატიული ლოდები დიდი რაოდენობითაა მიმოფანტული აბუდელაურის ხეობის უფრო მაღალ ნაწილებში და აგრეთვე როშკის ქვემოთაც - მდ. ხევსურეთის არაგვის ხეობაში. ყველა ეს ლოდი ჭაუხის მასივიდან ჩამოიტანა პლეისტოცენურმა მყინვარმა. ამ მყინვარის ბოლო სოფელ ღელისვაკეკესთან მდებარეობდა ზღვის დონიდან 1450 მ სიმარლეზე.

მდებარეობა: დუშეთის მუნიციპალიტეტი, პირაქეთა ხევსურეთი, სოფ. როშკის მიდამოები, 2067 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 32.695 E44 53.354

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე დასახლებული პუნქტია სოფ. როშკა. თბილისიდან როშკა დაშორებულია 119 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ;

სოფ. როშკა - როშკის ლოდების ბუნების ძეგლი -  1 კმ, ხანგრძლივობა - 10 წთ; (საფეხმავლო).

ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია სოფ. როშკაში ან სოფ. ბარისახოში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 597 75 56 24

კომენტარები

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა