• ტერიტორიაზე გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით
• სასურველია უხეში ქსოვილის შარვლის, მაღალყელიანი ფეხსაცმლის ჩაცმა
• თან იქონიეთ საველე საკვები და წყალი
ვიზიტორთათვის დაშვებულია
✔ მონიშნულ ბილიკზე ცხენით, ფეხით და მანქანით გადაადგილება
✔ სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა
✔ საპიკნი კე და საკარვე ადგილებით სარგებლობა
✔ კოცონის დანთება სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში
✔ ფლორასა და ფაუნაზე დაკვირვება
✔ ფოტო და ვიდეო გადაღება
ვიზიტორებს ეკრძალებათ
✖ ცეცხლსასროლი იარაღის ან ნებისმიერი ისეთი ნივთის ტერიტორიაზე შეტანა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის გარემოს
✖ შინაური ცხოველების ტერიტორიაზე შეყვანა
✖ მცენარეების ან მისი ცალკეული ნაწილების, ქანების ან ნამარხი მასალების შეხება
✖ ფაუნის ნებისმიერი წარმომადგენლის დაჭერა, გამოდევნა ან რაიმე ზიანის მიყენება
✖ ინფრასტრუქტურის დაზიანება, კერძოდ ვანდალიზმი
✖ სპეციალური ნებართვის გარეშე ბუნებრივი და კულტურული მასალების შეგროვება
✖ საქართველოსთვის უცხო ორგანიზმების შეყვანა და გავრცელება
✖ შეზღუდული ხედვის პირობებში (ნისლი, მაღალი ბუჩქნარი ან ბალახები) სწრაფი გადაადგილება
✖ ცეცხლის დანთება (სპეციალურად გამოყოფილი ადგილის გარდა)
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა