ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი განსაკუთრებული ადგილია ჩემთვის, მიზეზი საკამოდ ბევრი მაქვს
ეს პარკი თავისი გამორჩეული ბუნებით და მდიდარი ბიომრავალფეროვნებით აუცილებლად უნდა ნახო წელიწადის ოთხივე სეზონზე. გაზაფხული და ზაფხული სიმწვანით და ჟანგბადით გამოირჩევა შემოდგომაზე შეგიძლია დატკბე ირმის მყვირალობით და დიდი შანსია ირემი ვიზუალურადაც ნახო ზამთარი კი რადიკალურად განსხვავებულია, მეტად ლამაზი,იდუმალი და თეთრი
გაცილებით მარტივი და ტკბილია მოგზაურობა მეგობრულ გარემოში. ასეთი გარემოს შექმნას კი აქ მომუშავე ადამიანები ნამდვილად კარგად ახერხებენ
ამ პარკში მოგზაურობის დროს დაგროვილი ემოციები და მოგონებები მუდამ ემახსოვრება ჩემს გულს და გონებას
გიორგი ჩინჩალაძეს მოგონება