სამანქანოსთან ინტეგრირებული საფეხმავლო გზა
მარშრუტი სოფ. აჭარისაღმართში ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება. გაივლის 10,3 კმ სამანქანო გზას და მიემართება სოფ. ზედა ქოქოლეთისკენ (იაილიკარი), საიდანაც საფეხმავლო ბილიკი გრძელდება ტყუპი ჩანჩქერის მიმართულებით. მარშრუტის გავლისას გზად კარგად მოჩანს მაჭახელას ხეობის ულამაზესი ხედები და სოფლები.
ვიზიტორთა ცენტრიდან 400 მეტრში სოფ. აჭარისაღმართში ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ მოინახულონ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ქვემეხი. სოფ. ცხემლარში მე-XII საუკუნეში აგებული თამარის თაღოვანი ხიდი, ხოლო ვიზიტორთა ცენტრიდან 4 კმ-ის დაშორებით XI-XIII საუკუნეების ჩხუტუნეთის ციხისა და მარნების დათვალიერება არის შესაძლებელი.
საფეხმავლო ბილიკი სოფ. ქოქოლეთში იწყება, 300 მეტრიანი ბილიკი მიუყვება მდინარე ქოქოლეთის მარჯვენა სანაპირო ზოლს, სადაც გზად გვხდება შერეული ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეებიდან წარმოდგენილი წიფელი, ნაძვი, მუხა, მურყანი, ცაცხვი, სამეფო გვიმრა, ხოლო წითელი ნუსხით დაცული მცენარეებიდან წაბლი, უნგერნის შქერი, კოლხური თხილი და ქართული კაკალი, ხოლო ბილიკის დასასრულს თქვენს თვალწინ გადაიშლება საუცხოო სანახაობა, ხმაურიანი მდინარე პატარ-პატარა წყალვარდნილებით და უზარმაზარი ლოდებით, მწვანე კლდეებს შორის კი ულამაზესი 47 მეტრიანი წყალვარდნილი ტყუპი ჩანჩქერი. აქვეა საპიკნიკე ადგილიც.
ბილიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდი - 595 08 60 75
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა