სამანქანოსთან ინტეგრირებული საფეხმავლო გზა
სამანქანო მარშუტი (5კმ) იწყება სოფ. სინდიეთიდან და მთავრდება სოფლის ბოლო მოსახლის ეზოსთან, საიდანაც საფეხმავლო ბილიკი (4,1 კმ) მიემართება მთავარანგელოზის მთის მიმართულებით. ბილიკი გზად გაივლის წიფლისა და წაბლნარი ტყის მასივებს, მთის ნაკადულებსა და წყაროებს, ძველ ნამოსახლარებს, მოხვდება მურყანის ხეივანში და გადის მთავარანგელოზის მთასთან, რომლის მწვერვალიდანაც იშლება ქალაქი ბათუმის, მაჭახელას ეროვნული პარკისა და მდინარე ჭოროხის ხეობის ულამაზესი ხედები. ბუნებაში ღამისთევის მსურველებს, მთის სიახლოვეს, წყაროსთან გაშლილ ბექობზე შეუძლიათ კარვის გაშლა და დაბანაკება.
ბილიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდი - 595 08 60 75
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა